ავტორი:

"საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული" - პაატა იმნაძე

"საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა.

"ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას ყოველთვის განიცდიან. ვირუსები საკმაოდ ხშირად იცვლიან თავის ზნეს და ბუნებას. ვირუსებში ეს მუტაცია უფრო ხშირად ხდება. კორონავირუსში, ისევე როგორც სხვა ვირუსებში, მუტაცია ხდება. პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა, ევროპაში ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ უფრო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ისიც არაფრისგან არ განსხვავდებოდა „ჩინურისგან“, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კორონავირუსის ჩინური ნაირსახეობა. ჩვენთან ძირითადად გავრცელებული არის ორი, აზიური და ევროპული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, კორონავირუსის ძველი ნაირსახეობისგან განსხვავებით, შესაძლებელია თუ არა ახალი შტამისას ინფექციის გადადება უფრო ნაკლებ დროში მოხდეს, არა 15 წუთში, არამედ თუნდაც 5 წუთში, იმნაძე დასძენს, რომ მცირე ხნის ურთიერთობა შესაძლოა გახდეს ახალი შტამის გადაცემის ხელშემწყობი.

„ამაზე ჯერ არ არის კვლევები ჩატარებული, ლეგიტიმური კითხვაა, შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი, მაგრამ ძირითადი თავდაცვის საშუალება რაც არის, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე. ეს აბსოლუტურად ისევე კარგად გვიცავს ამ ახალი ნაირსახეობისგან, როგორც ძველი ნაირსახეობიდან“,-აცხადებს იმნაძე.

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

ბათუმში, კორონავირუსული ინფექციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა - რა განაცხადეს კლინიკაში?