ავტორი:

"ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მქრქალი პორტრეტია...  "ნაციონალური მოძრაობაში" არსებითად არაფერი შეიცვლება" - ექსპერტი

"ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მქრქალი პორტრეტია...  "ნაციონალური მოძრაობაში" არსებითად არაფერი შეიცვლება" - ექსპერტი

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა. როგორც მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. რამდენად რეალურია, რომ პარტიაში მნისვნელოვანი ცვლილებები მოხდეს?

სანდრო თვაჭრელიძე, ექსპერტი:

- "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ძალიან გამჭრიახი და მოაზროვნე ხალხი - მორალზე არ ვლაპარაკობ - მაგრამ აირჩიეს მიხეილ სააკაშვილის მქრქალი პორტრეტი, რევოლუციური მუხტის პატრონი, თუმცა ნაკლებად ჭკვიანი და ნიჭიერი. მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური მანევრირების საოცარი უნარი და ძალიან კარგი პოლიტიკური ალღო, რასაც მელია სრულიად მოკლებულია. მას შეუძლია მხოლოდ იძახოს, წინ, ბარიკადებზეო! ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ლიდერი მხოლოდ უკან დასწევდა პარტიას. არ მგონია, რამე არსებითად შეიცვალოს "ნაციონალურ მოძრაობაში".

მელიას არჩევა ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოსწორდება - იქნება კვლავაც უკიდურესად რადიკალური და რევოლუციურ სცენარზე აწყობილი, რაც საბოლოოდ მას დაასამარებს. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძის წასვლა და პარტიასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები სწორი იყო... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია