ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა“, - აცხადებენ საბჭოში.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 232 079-ს.

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა - როგორია ინფიცირებულის მდგომარეობა

წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში გაჩენილ ხანძრს 15 მეხანძრე-მაშველი აქრობს

სიღნაღში მამაკაცი ვენახში არსებული საყარაულო შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა