ავტორი:

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც "დემოკრატი“ ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი "რესპუბლიკელ“ ელი ლოეფლერსა და დევიდ პერდუს დაუპირისპირდნენ. არჩევნების შედეგად გაირკვევა თუ ვინ მოიპოვებს ორ მანდატს და ამ ორ მანდატს სენატის გაკონტროლების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • დარჩენილი ორი მანდატის მნიშვნელობა

ეს ორი მანდატი განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის სენატში - "დემოკრატებს", თუ "რესპუბლიკელებს". იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების მეორე ტურში "დემოკრატი“ კანდიდატები გაიმარჯვებენ, კონგრესის ზედა პალატაში "რესპუბლიკელებსა“ და "დემოკრატებს“ თანაბარი რაოდენობის, 50-50-ზე, მანდატები ექნებათ, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.

  • არჩევნების შედეგი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "დემოკრატ" და "რესპუბლიკელ" კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები აქვთ და ოპონენტებს "დემოკრატები" მცირედით უსწრებენ

"როიტერსის" მონაცემების მიხედვით დემოკრატების კანდიდატს, ჯონ ოსოფს ამ დროისთვის აქვს 2 195 441 ხმა, ხოლო მის ოპონენტ რესპუბლიკელ დევიდ პერდიუს 2 191 881 - ხმა. დემოკრატ რაფაელ უორნოკს აქვს 2 213 995- ხმა, ხოლო მის ოპონენტს, რესპუბლიკელ კელი ლოუფლერს 2 173 420 -ხმა.

გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესში დღეს ორი პალატის ერთობლივი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად დაამტკიცებენ. კონგრესის სხდომის პარალელურად კი, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი, მსგავსად დონალდ ტრამპისა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხოლო მისი მხარდამჭერები ჯო ბაიდენს "ფეიქ პრეზიდენტს" უწოდებენ.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. ამერიკელებმა პრეზიდენტად "დემოკრატების" კანდიდატი, ჯო ბაიდენი აირჩიეს. მისი გამარჯვება უკვე ოფიციალურად გააფორმა აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ, არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვრისთვისაა დანიშნული.

წარმომადგენელთა პალატაში "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი წარადგინეს

კრემლი პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს - "ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას..."

ვინ არის კაცი, ვისაც ჯო ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად წარადგენს