ავტორი:

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

კორონავირუსის შტამი Covid-19 თავდაპირველად, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა უმეტესობის განცხადებით, ვირუსი ბუნებრივი წარმომავლობისაა, ამ საკითხზე სარწმუნო კვლევა და ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ამიტომაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა უხანში მკვლევართა ჯგუფის გაგზავნა, თუმცა მათ ჩინეთში არ უშვებენ. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ჯგუფს კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად უხანში შესაბამისი გამოძიება უნდა ჩაეტარებინა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყანაში არშეშვების მიზეზად ჩინეთი სავიზო პრობლემებს და საბუთების გაუმართაობას ასახელებს.

უხანის ბაზარი, რომელსაც კორონავირუსის წარმომავლობას უკავშირებენ

BBC წერს, რომ ჯანმოსა და ოფიციალურ ჩინეთის წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე თვეებია მიმდინარეობს და მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, იმის გამო, რომ ჩინეთმა მიცემული პირობა არ შეასრულა, ის იმედგაცრუებულია.

"დღეს გავიგეთ, რომ ჩინურ მხარეს ჩვენი ექსპერტების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია“, - ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი.

Covid-19 პირველად 2019 წლის ბოლოს, ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, ვირუსმა მალე იფეთქა და მთელ მსოფლიოს მოედო. ამ დროისთვის არსებული ვერსიის მიხედვით, ვირუსის გაჩენა უხანის ბაზარს უკავშირდება. თავდაპირველად სჯეროდათ, რომ ვირუსი ეგზოტიკური ცხოველების ხორცის ბაზარში გაჩნდა და სწორედ აქ გადაედო ის პირველად ცხოველიდან ადამიანს.

მიუხედავად ამისა, ვირუსის წარმომავლობა დღემდე სადავო საკითხია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა, ვირუსის გაჩენა ბაზარს სულაც არ უკავშირდებოდეს და რეალურად საქმე ეხებოდეს უხანის ლაბორატორიას.

ასევე, სადავოა ვირუსის წარმოშობის თარიღიც. დასავლეთში ზოგიერთ ექსპერტს სჯერა, რომ ჩინეთი რეალურ სურათს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა და რომ ქვეყანაში კორონავირუსმა 2019 წლის დეკემბერზე გაცილებით ადრე იფეთქა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ იანვრის ბოლომდე მათი წარმომადგენლები ჩინეთში ჩასვლასა და ყველა კითხვაზე პასუხის პოვნას შეძლებენ.

ამ დროისთვის გლობალური მასშტაბით კორონავირუსის 87 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსმა 1,8 მილიონი პაციენტი იმსხვერპლა, 61,6 მილიონი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კვლავ არ ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებას "მოწესრიგებულად გადააბარებს"

კონგრესმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა