ავტორი:

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

8 იანვარს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

"მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, ინგუშეთის, არსუკიძის, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ხუდია ბორჩალოელის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1 წლიანი პაუზის შემდეგ შეხვედრა მოიგო

"მინდა გისურვოთ, რომ მალე მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ" - ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს