ავტორი:

ერთი ვერსიით, გაგრაში, ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, სომეხი ინვესტორების ბიზნესინტერესები იკვეთება - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რამდენიმე დღეა ხანძრებს ებრძვიან

ერთი ვერსიით, გაგრაში, ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, სომეხი ინვესტორების ბიზნესინტერესები იკვეთება - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რამდენიმე დღეა ხანძრებს ებრძვიან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დილის საათებში, ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე 150 მეტრშია... "მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მორიგეობდა, ხანძარი მაინც გავრცელდა... " - წერს აფხაზური მედია.

გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწის, ბატალ ბერძენიას ცნობით, ჯერჯერობით ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა, თუ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსაც მოედო, ისინი მზად არიან, მოსახლეობა სამშვიდობოს გამოიყვანონ.

"ტყის ხანძრები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არის, ჟოეკვარის დასახლებასთან, რუსი მოხალისეების ქუჩამდეც მოაღწია, მაგრამ ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, სამწუხაროდ, იწვის უნიკალური ტყე, კვიპაროსები და ტროპიკული ხეები, რომლის აღდგენაც ადვილი არ იქნება..."- აცხადებს ბერძენია, რომლის თქმითაც, მეხანძრეებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.

შემთხვევით გაჩენილი ხანძრებისა და ადამიანების დაუდევრობის არ სჯერა მოსახლეობას. მათი მოსაზრებით, ეს არის დივერსია, რომელსაც სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია სომეხი ინვესტორების ბიზნესინტერესები იკვეთება.

"პირველად არ გვესმის, რომ იქ სხვადასხვა დანიშნულების ცენტრების გაკეთება უნდათ და იციან, რომ მოსახლეობა არ მისცემს უფლებას. ეს ხომ აპრობირებული მეთოდია, გადაბუგეს უნიკალური ტყე, ათასობით საუკუნოვანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები... ყველა სხვა შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია გვეხმარებოდა, ახლა ჩუმად არიან, არადა, ასეთი მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში არც ყოფილა... უღრან ტყეში ვის რა საქმე ჰქონდა? მანდ არც სანადირო ადგილებია, ანუ ვიღაცები განზრახ ავიდნენ და თუ რისთვის, გამოძიებამ უნდა დაასკვნას, რომელიც არ გვყავს. ფორმალურად კი გვყავს, მაგრამ ვერ და არ გამოიძიებს... მით უფრო, რომ ყველას გვესმოდა, რომ თითქმის მთელი აფხაზეთი აუთვისებელია, არადა, უამრავი პროექტის გაკეთება შეიძლება. ალბათ მალე "პროექტებსაც" უნდა ველოდოთ", - წერს ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" "ირაკლი სუხუმსკი".

"თითქოს ვიღაცამ ჩამოიარა და სპეციალურად გააჩინა ხანძრები... ყველგან ერთი და იგივე სურათია. გალში კარგი თურმე დაუდევრობით გაჩენილა ხანძარი, ახალ ათონში რა მოხდა, გაგრაში, გუდაუთაში, ოჩამჩირე და ტყვარჩელიც ცეცხლის ალყაშია. ყველგან ერთდროულად რამ გააჩინა?! უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, დივერსიაა... "- წერს დონდა ბარციცი.

"ახალ ათონში ვიდრე წვიმა არ წამოვიდა, გადაიწვა ყველაფერი... ყველა ერთად ვლოცულობდით, ეწვიმა და თითქოს ბუნებამ შეისმინა ჩვენი თხოვნა და ხანძარი ჩააქრო, მაგრამ შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი იყო, ისევ გაჩნდა... სულ გადათეთრებულია აქაურობა ნაცრისგან", - წერს არტურ აპაკელიანი.

"რატომ მიგვყავს საქმე ევაკუაციამდე, პატივცემულო ხელისუფლებავ, სთხოვეთ დახმარება რუსეთს, ჩააქრონ ხანძრები ვერტმრფენით, თორემ არაფერი დარჩება ამ ბუნებრივი სილამაზისგან... ძველი და ახალი გაგრა, ეშერა და მისი მიმდებარე ტერიტორიები იწვის, აღარ ვიცი, რა გველოდება, რა იქნება ხვალ... ევაკუაციის შემდეგ, სად წაგვიყვანენ, თქვენი აზრით?.. რამდენიმე დღის შემდეგ ქუჩაში აღმოვჩნდებით. ანქვაბს და ხელისუფლებას ჩვენთვის არ სცხელათ... ისედაც არ გვყავდა პატრონი და ახლა ხომ საერთოდ - ცეცხლის ალყაში ვართ და მოსყიდული "სპუტნიკი" კი წერს, რომ თითქოს ცეცხლი ჩამქრალია", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი სვეტლანა ორლოვა.

აღსანიშნავია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - ის კოვიდ-19-ს 30 დეკემბრიდან ებრძვის

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა