ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას, რომელთა საქართველოში შემოტანასაც განიხილავენ

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას, რომელთა საქართველოში შემოტანასაც განიხილავენ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საუბარია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის შემოტანაზე. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

"ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე - "ასტრაზენეკასი" და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი და მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს, სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს იმიტომ რომ მათ ამისთვის (ვაქცინის შესაქმნელად) ბევრი დრო ჰქონდათ.

იმასაც ამბობენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობდნენ. ასე რომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება" - აცხადებს ცერცვაძე.

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი