ავტორი:

ტყიბულელი მეშახტეები ბრიტანელი ფოტოგრაფის თვალით - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ხელოვანი

ტყიბულელი მეშახტეები ბრიტანელი ფოტოგრაფის თვალით - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ხელოვანი

მარკ ფაუერი ცნობილი და წარმატებული ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელიც, როგორც მისი "ინსტაგრამის" გვერდიდან ირკვევა, 2009 წელს საქართველოში იმყოფებოდა.

ფაუერი საქართველოში, კერძოდ კი ტყიბულში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ტყიბულელი მეშახტეები არიან აღბეჭდილნი. ფოტოგრაფს "ინსტაგრამზე“ 78,5 მილიონი გამომწერი ჰყავს, რომელთა დიდმა ნაწილმა საქართველოში გადაღებული ნამუშევრები დადებითად შეაფასა. მეშახტეთა პორტრეტებს ბევრი ადამიანის აღფთოვანება მოჰყვა.

მარკ ფაუერი ბრიტანელი ფოტოგრაფიის პროფესორია, რომელიც ბრაიტონის უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს. ფაუერს მიღებული აქვს Terence Donovan-ის ჯილდო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა ფოტოგრაფებისთვის.

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

რა ღირს სამოსი, რომელიც ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღეზე მოირგო - ივანიშვილების რძლის შთამბეჭდავი სტილი

ერთი მოძღვარი მეორეს საკუთარ თირკმელს უთმობს - მამა პეტრე კოლხი ემოციურ ამბავზე წერს