ავტორი:

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ბინა გაქურდეს - "საინტერესოა, რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს"

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ბინა გაქურდეს - "საინტერესოა, რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს"

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ბინა გაქურდეს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და ბინაში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოც დაურთო.

"წელი "ეგზოტიკური" გამოწვევით დაიწყო: საინტერესოა რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს. კუპიურები სათამაშოა..." - წერს ის. მოგვიანებით კი ექსპერტმა დაამატა, რომ წაღებულია წიგნები - "ტეტჩერი და ენციკლოპედია ნაყვარებათ".

კადრებში, რომელსაც ლაგაზიძე საკუთარი ბინიდან ავრცელებს, ჩანს, რომ ქურდებმა თითქმის ყველა ოთახში, მათ შორის ექსპერტის მცირეწლოვანი ქალიშვილის საძინებელში დატოვეს კვალი - გადმოყრილია ნივთები, აქსესუარები, ტექნიკა. ბინაში უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

"ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე: გავიცანი უსაყვარელსი, უჭკვიანესი, უგონიერესი ძაღლი - ქრისტინა - რომელიც საოცარი მონდომებით ცდილობდა კვალის აღებას და თავის გონიერ თვალებს არ გაშორებდა და ჩემს გოგოს დეტექტივის ნიჭი აღმოაჩნდა: დედა, თუ რაიმე დოკუმენტი უნდოდათ, სურათებს გადაუღებდნენ და საბუთებს დატოვებდნენო მეუბნება და ათას ვერსიებს თხზავს" - წერს ლაგაზიძე.

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად იტალიაში 55 ქართველი დააკავეს - "ყველა დანაშაულს ერთი ხელწერით ახორციელდებდნენ... ნაქურდალს უკრაინაში გზავნიდნენ"

თბილისში ოჯახიდან ცენტრალური გათბობის ქვაბი მოიპარეს - "ჩართულ მდგომარეობაში იყო და ჩახსნეს"

თბილისის ზღვის მიმდებარედ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს