ავტორი:

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე "ფეისბუქში" ქართული ტელევიზიის ლეგენდის, დავით სოკოლოვის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვყნებს. როგორც რაზმაძე წერს, სოკოლოვს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, კოვიდ-ტესტი გაუკეთეს, პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ის მაინც გადაიყვანეს კოვიდცენტრში და ახლა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გვერდითაა მოთავსებული.

"ამ სტატუსის არსი მარტივია და ასევე მარტივი შეკითხვით დავიწყებ: ეკუთვნის თუ არა ჩვენს ტელე ლეგენდას, დავით სოკოლოვს პროფესიული ვარსკვლავის გახსნა? რა თქმა უნდა კიო, ყველა იტყვით და მართალიც იქნებით!

სამწუხაროდ ეს ერთადერთი დაფასებაა ჩვენს ქვეყანაში ღვაწლმოსილი ადამიანების. კი, ეკუთვნის, იმსახურებს, მით უმეტეს, რომ მის გარდა მისი თაობის ყველა კოლეგას უკვე აქვს ასეთი ვარსკვლავი ანძის ქვეშ...მაგრამ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება...ჩვენი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის...

ეს ბევრმა იცის, დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა. ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა. ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე, გაუკეთეს მასაც.

სმს-ით მოვიდა პასუხი, რომ კოვიდი მას არ აქვს. ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს...ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა, სადაც გარკვევით წერია, რომ მისი პასუხია უარყოფითი!

ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს...რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში? გარდა იმისა, რომ წლებია 3 ათასი ლარი ვერ გამოინახა ლეგენდარული ტელეწამყვანისთვის ვარსკვლავის გასახსნელად.

ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ? იმედია გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ - რატომ?...." - წერს მაკა რაზმაძე.

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ქართველი ძიუდოისტების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - კატარში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო მოიპოვა