ავტორი:

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგებმა, უილიამმა და ჰარიმ პრინცი ფილიპის ხსოვნას პატივი მიაგეს. ბრიტანეთის სამეფო სახლმა მათი ოფიციალური განცხადებები გამოაქვეყნა.

"ბაბუაჩემი სიცოცხლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას. მე ბედნიერი ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან იყო როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს. მადლიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მასთან გავატარე“, - განაცხადა პრინცმა უილიამმა.

რაც შეეხება პრინც ჰარის, სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ მისი ბაბუა ყოველთვის იქნება ბარბექიუს სპეციალისტი და კაცი, რომელსაც საოცარი იუმორი ჰქონდა. ასევე აღნიშნა, რომ მისი და მეგანის გულში ფილიპი სამუდამოდ დარჩება.

"ის ემახსოვრებათ როგორც პრინცი, რომელიც ქვეყანას საკმაოდ დიდხანს ემსახურა. ჩემთვის კი ის იქნება ბაბუა, რომელიც იყო ბარბექიუს სპეციალისტი და ლეგენდარული იუმორის მქონე. ის დედოფლის გვერდით 73 წლის განმავლობაში იდგა. მინდა მადლობა გადავუხადო ბებიის გვერდით ყოფნისთვის, ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება. ის მეგანის, არჩის, ჩემი და ჩვენი მომავალი შვილის გულში ყოველთვის იქნება“,- განაცხადა ჰარიმ.

აღსანიშნავია, რომ ჰარი აშშ-დან ბაბუის დაკრძალვაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში უკვე დაბრუნდა, თუმცა მას თან არ ახლავს მეუღლე, მეგან მარკლი. ოფიციალური განცხადების თანახმად, მეორე შვილზე ორსულ მეგან მარკლს ექიმმა ურჩია, რომ მოგზაურობისგან თავი შეეკავებინა.

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. მას 17 აპრილს დაკრძალავენ.

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან