ავტორი:

გამყინვარება ესპანეთში - ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა, არის მსხვერპლი (ფოტოები)

გამყინვარება ესპანეთში - ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა, არის მსხვერპლი (ფოტოები)

ესპანეთის უმეტეს ნაწილში უკვე 1 კვირაზე მეტია დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურაა. BBC-ის ინფორმაციით, მადრიდთან ახლოს ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.

ესპანეთში ძლიერ თოვასა და დაბალ ტემპერატურის გამო სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 2 უსახლკარო იყო, 2 კი მდინარის უეცრად არიდებას ემსხვერპლა.

გამოცემის ინფორმაციით, დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტი. დედაქალაქის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკები დახურა. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

აშშ ქაოსის ზღვარზე - მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირება და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები: რა ოპერატიული მასალები მოიპოვა FBI-მ

ჯანმო: "ვაქცინაციის მიუხედავად, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება" - Worldometers-ის უახლესი მონაცემები

Moderna-ს მტკიცებით, მათი ვაქცინა მინიმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის - როგორი შეთანხმება აქვს კომპანიას მსოფლიოს ქვეყნებთან