ავტორი:

თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა

თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა

ბოლო პერიოდში ცნობილი ქართველები არაერთხელ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. ცოტა ხნის წინ გახმაურდა ფაქტი, როდესაც ტელეწამყვანების გია ჯაჯანიძისა და ნოე სულაბერიძის სახელს ამერიკის ყალბი ვიზების დამზადების მიზნით იყენებდნენ. მაშინ თაღლითური ჯგუფი დააკავეს. ახლახანს კი ცნობილი გახდა ახალი თაღლითური სქემის შესახებ - "ლატარია", რომლის მსხვერპლი ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე გახდნენ, გაცილებით მასშტაბურია და მეტი დაზარალებული ჰყავს.

ერთი თვის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სოფო ნიჟარაძის ყალბი გვერდით ლატარია შედგა. გვერდზე გამოქვეყნდა უხმო ვიდეო, სადაც სოფო ნიჟარაძე და მომღერალი გიგი ადამაშვილი ჩანდნენ. მომღერლის ყალბი გვერდი ითხოვდა, რომ გულშემატკივრებს ვიდეოს კომენტარებში დაეწერათ ნებისმიერი რიცხვი, შემდგომ დარეგისტრირებულიყვნენ კონკრეტულ საიტზე, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევდნენ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებდა 5 ათას დოლარს. ფეიკ-გვერდი "ლატარიის" დასრულებისთანავე გაუქმდა.

თაღლითური სქემის შემდეგი მსხვერპლი ლელა წურწუმია აღმოჩნდა. თუმცა, მისი სახელით გაკეთებული ყალბი გვერდი მხოლოდ ფულს არა, მანქანას და ძვირადღირებულ ნივთებსაც ათამაშებდა. მათი მიერ შეთავაზებულ საიტზე დარეგისტრირებულ ხალხს კი, საბანკო ანგარიშებიდან თანხა ჩამოეჭრათ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში პროდიუსერი კახა მამულაშვილი ამბობს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ხალხი ბრმად დაიჯერებდა ყალბი გვერდის მიერ გათამაშებულ ლატარიას, თუმცა, დღეს საქმემ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ საქმით პოლიცია დაინტერესდა:

- ლელას ინსტაგრამის გვერდზე, ასევე ჩემს ფეისბუქზე ყოველდღე გვიგზავნიდნენ სქრინებს, რომ ჩვენი სახელით მიმდინარეობდა რაღაც გათამაშება და ხალხი ვითომ ფულს იგებდა. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, ვნახე ეს ვითომ გათამაშების ლაივი, ლელას სახელით შექმნილ ყალბ გვერდზე, თანაც ვიდეო, რომელსაც უშვებდნენ ჩვენი ერთი წლის წინანდელი ლაივი იყო, სრულიად სხვა თემაზე.

ციფრობანა ჰქვია გადაცემას, რაღაც ციფრებს წერს ხალხი კომენტარებში და შემდეგ საიტზე სთავაზობენ რეგისტრაციას, რის შემდეგაც ფულს აჭრიან.

თავიდანვე განვაცხადე, რომ ლელას აქვს ერთი ოფიციალური გვერდი, რომელსაც აქვს ლურჯი ნიშანი, ე.წ ვერიფიკაცია. იმდენი მწერდა, მივხვდი, რომ ეს ხალხი საერთოდ არ უყურებს სად და რას თამაშობენ. ლელას "ინსტაგრამის" გვერდზეც დავწერეთ და მეც ჩავერთე ლაივში ჩემი პროფილიდან. ამის შემდეგ ლელას პოლიციიდან დაურეკეს და დაკითხვაზე დაგვიბარეს.

ეს უკვე თამაში აღარ არის, განწყობებს ქმნიან ჩვენს მიმართ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ფული გვაქვს მათთვის მისაცემი. მეუბნებიან რომ ბევრი ადამიანია ჩართული თავიანთ ჯგუფებში აზიარებენო, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. მეგობარმა დამირეკა, ბიჭო, ჩემმა ნაცნობმა თქვენი გათამაშება მოიგო და ფული თქვენ უნდა მისცეთო?

- თქვენს შემთხვევაშიც ფულს იგებდნენ?

- ყველაფერს. ყალბ საიტებს რომ ვასაჩივრებდით, ცვლიდნენ და ახალ-ახალ საიტებს ქმნიდნენ. ეს უკვე ორგანიზებულ ჯგუფთან გვაქვს საქმე და ერთი კაცი ამას ვერ მოახერხებდა.

- რა მასალები გაქვთ პოლიციისთვის?

- ძალიან ბევრი მასალა დაგვიგროვდა - ლელას ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორს აქვს სრული ინფორმაცია და ყველაფერს მივაწვდით პოლიციას.

- პირველად აღმოჩნდით თაღლითობის მსხვერპლი?

- დიახ, პირველად გვაქვს ასეთი შემთხვევა. ისეთ სახეებს ირჩევენ ვინც ძალიან დიდ ნდობას იმსახურებს ხალხში. თავიდან ლელამ ყურადღება არ მიაქცია და დაწერა არ ენდოთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო დაწერა არ შველის.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა