ავტორი:

"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

Covid-19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებს თვეების განმავლობაში აწუხებთ სხვადასხვა სიმპტომი, რასაც "ხანგრძლივი კოვიდის სინდრომს" ან პოსტკოვიდურ გართულებებს უწოდებენ. კოვიდგადატანილი 23 წლის ექიმის სავარაუდოდ, თრომბით გარდაცვალებამ, უამრავი შეკითხვა გააჩინა, რადგან კორონავირუსს სხვა გართულებებთან ერთად, თრომბოემბოლიური გართულებაც ახასიათებს.

რა ჩივილები აწუხებთ კოვიდგადატანილებს და არის თუ არა კავშირში უეცარი სიკვდილის შემთხვევები კოვიდის შემდგომ გართულებებთან - AMBEBI.GE ამ საკითხით დაინტერესდა და სპეციალისტებს ესაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ იმ პაციენტებში, ვისთანაც ვირუსი მძიმე ფორმებში მიმდინარეობს, 25%-ს აღენიშნება პოსტკოვიდური გართულებები. მისი თქმით, შესაძლოა ეს შემაწუხებელი სიმპტომები ერთ წლამდეც გაგრძელდეს.

"სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" დაიბეჭდა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც პოსტკოვიდური სიმპტომების მთელი კასკადი არსებობს. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდი ძალიან ინდივიდუალურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და არასოდეს ვიცით, ვის რა ორგანოს დაუზიანებს.

ერთი კვლევის თანახმად, კოვიდი პრობლემას ტოვებს ფილტვებში. დაავადებაგადატანილ პირებს უჭირთ სუნთქვა და ენერგია უქვეითდებათ. დადგინდა, რომ მაგალითად, სპორტსმენებს უჭირდათ ძველებური დატვირთვით მუშაობა და აღენიშნებოდათ გახშირებული სუნთქვა. გარდა ამისა, კოვიდი აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემასაც. გამოიხატა მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესები და მასთან დაკავშირებული გართულებები.

კიდევ ერთი საყურადღებო სიმპტომი, რაც საკმაოდ გავრცელებულია, გახლავთ დეპრესიული გამოვლინებები: შფოთვა, გუნება-განწყობილების დაქვეითება და უძილობა

თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ ეს იყო პოსტკოვიდური სტრესი, მაგრამ იმდენად დიდხანს გასტანა, აღმოჩნდა, რომ ეს არის პოსტკოვიდური პრობლემა და საქმე გვაქვს სისტემების კომპლექსურ დარღვევებთან.

ერთ-ერთ კვლევაში აღწერილი იყო კონცენტრაციის დაქვეითების შემთხვევებიც. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კომპიუტერთან, ვერ აკეთებდა კონცენტრაციას და მუშაობას ვერ ახერხებდა" - საუბრობს ფხაკაძე AMBEBI.GE-სთან.

ჯანდაცვის ექსპერტის პროგნოზით, მალე საქართველოში პოსტკოვიდური კლინიკების გახსნის აუცილებლობა დადგება. ასეთი დაწესებულებები უკვე გაიხსნა აშშ-ში და წარმატებით ფუნქციონირებს.

"ძალიან ბევრმა გადაიტანა კოვიდი საქართველოში და ბევრს დასჭირდება მკურნალობა. აუცილებლად უნდა განისაზღვროს ჩივილები პოსტკოვიდურია თუ ზოგადი. ამისთვის საჭირო გახდება სპეციალური დაწესებულებები, სადაც კომპლექსურად უმკურნალებენ პაციენტებს" - ამბობს ფხაკაძე.

შიდსისა და ინფექციური პათლოგების ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა AMBEBI.GE-სთან იმ გართულებებზე საუბრობს, რომლებიც პრაქტიკაში ჰქონია კორონაგადატანილ პაციენტებში.

ექიმის თქმით, კოვიდის შემდგომი გართულებები მხოლოდ იმ პაციენტებშია გავრცელებული, რომლებმაც დაავადება მძიმედ გადაიტანეს.

"პოსტკოვიდური ჩივილები ძალზედ მრავალფეროვანია. არის გულსისხლძარღვთა პრობლემები, სასუნთქი გზების დაზიანებები და ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური გართულებები. გვქონდა შემთხვევბი, როდესაც არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს, კოვიდის გადატანის შემდეგ დარჩათ მაღალი წნევები, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობას აგრძელებდნენ.

იმ პაციენტებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს კოვიდი, დიდხანს აქვთ ჰაერის უკმარისობა და დაბალი სატურაცია, რადგან დაზიანებული აქვთ ფილტვის ქსოვილები

საკმაოდ გავრცელებულია კიდურების დაბუჟების შემთხვევებიც. როგორც ცნობილია, ეს დაავადება აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის თრომბების რისკს, მაგრამ ეს დაბუჟებები ხშირად ამასთან არ არის კავშირში და ნევროლოგური პრობლემით არის გამოწვეული. ამიტომ საჭიროა, გამოკვლევები და გამოირიცხოს შემადედებელი სისტემის პრობლემა. ეს როგორც წესი, არ არის საშიში და ნელ-ნელა ყოველგვარი ჩარევის გარეშე ლაგდება. არც ყნოსვის და გემოვნების დაქვეითებას სჭირდება სამედიცინო ჩარევა.

კოვიდის გადატანის შემდეგ, ჩვენი პაციენტები უჩივიან ხოლმე სუფებრილური ტემპერატურის გახანგრძილვებასაც. განსაკუთრებით საღამოობით. ესეც არ არის საშიში, თუ მას არ აქვს მზარდი ტენდენცია და არ ახლავს სხვა პრობლემები", - გვეუბნება ალექსანდრე გოგინავა.

რაც შეეხება კოვიდგადატანილ პაციენტებში უეცარი გარდაცვალების შემთხვევებს, სპეცალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ექსპერტიზით დადგინდეს, რამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება და მხოლოდ ამის შემდეგ გაანალიზდეს მომხდარი. გიორგი ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პოსტკოვიდური გართულებები უეცარ გარდაცვალებას იწვევს.

"სიკვდილი ისეთი რამ არის, როდის რა ორგანო არ იმუშავებს, ვერასოდეს განვსაზღვრავთ. საქართველოში ერთი დიდი პრობლემა გვავქვს - არ ხდება გვამის გაკვეთა, თუ ის დანაშაულთან არ არის დაკავშირებული. ქართველებმა არ ვიცით რისგან ვიხოცებით. რომ ხდებოდეს ექსპერტიზა, ნამდვილად დადგინდებოდა სიკვდილის მიზეზები. ამიტომ ახლა ძნელია ვისაუბროთ გარდაცვალების მიზეზებზე და მითუმეტეს, ეს დავაკავშიროთ პოსტკოვიდურ გართულებასთან. შესაძლოა, კოვიდმა იმოქმედოს, მაგრამ ასევე შესაძლოა დაემთხვა უბრალოდ.

ყოველ შემთხვევაში, არანაირი სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომ უეცარი გარდაცვალება კოვიდით არის გამოწვეული, არ არსებობს. სტატისტიკურად საქართველოში თვეში დაახლოოებით 15 000 ადამიანი კვდება. ყველა რომ გაიკეთებს ვაქცინას, მაინც ხომ გარდაიცვლება ამდენი ადამიანი? ამიტომ რომ ვთქვათ, რომ ადამიანებმა ვაქცინა გაიკეთეს და გარდაიცვალნენ, ხომ იქნება არასწორი?" - გვეუბნება ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

ექიმები გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, სიმპტომების უმრავლესობა გარკვეული დროის განმავლობაში თავისით გაივლის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომებს მზარდი ტენდენცია ახასიათებთ, სპეციალისტების რეკომენდაციით, ექიმის კონულტაცია აუცილებელია.

"კოვიდგადატანილ ადამიანებებს სასიხარულოდ უფრო აქვთ საქმე, ვიდრე პირიქით. კარგია, რომ მათი 95% დაცულები, ჩავთვალოთ, ვაქცინირებულები არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში კოვიდი არ დაემართებათ. ამასთან, ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში, ბევრად იოლ ფორმებში გადაიტანენ დაავადებას და კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე მათთვის - რეინფიცირება ძალზედ იშვიათი მოვლენაა.

თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიფრთხილე ყველა კოვიდგადატანილ პირს მართებს. არ აქვს მნიშვნელობა სიმპტომიანად გადაიტანეს თუ უსიმპტომოდ

არსებობს კვლევაც, რომ კოვიდი ბოლომდე ორგანიზმიდან არ გადის, ეძებს დარჩენის შესაძლებლობას და რომ რჩება, მერე რას გააკეთებს, ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დარწმუნება იმაში, რომ ჩვენს ორგანიზმში საშიში ცვლილებები არ მიმდინარეობს" - ამბობს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი.

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)