ავტორი:

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

ჩოხატაურის მერიაში დასრულდა შეხვედრა, რომელსაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის მუფტი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ესწრებოდნენ.

როგორც მუფტმა აღნიშნა, პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიცული ლოცვა შესრულდება.

ვასილ ჩიგოგიძის თქმით, საკითხი უნდა მოგვარდეს და განურჩევლად რელიგიისა ადამიანებს შორის სიყვარული და მეგობრობა უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენ გვინდა რომ სოფელში გაუგებრობა არ მოხდეს, ყველამ გააგრძელოს ძმური ურთიერთობა. დავაყენეთ საკითხი, რომ ხვალიდან დავიწყოთ ეს საკითხი, ჩართულები ვართ და სწორედ ამიტომ ჩამოვედი, ხვალ თქვენთანაც მოვალ სალოცავში, სადაც საჭირო არის, დავსხდეთ სიყვარული და მეგობრობა გავაგრძელოთ . ამის გარანტია ჩვენც ვართ, თქვენც ხართ. ამის შემდეგ თუ ვინმე გაბედავს ჩემგანაც იქნება რეაგირება და თქვენგანაც “, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

აქციის მონაწილეები ბუკნარის სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ . მათი თქმით, მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა სტატუსი, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.

"დირექტორის საკითხი, რომლის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია ეს ამბავი. ჩვენ არ ვაპირებთ იმ სკოლაში ბავშვის გაშვებას, რომლის ხელმძღვანელიც არის მუსლიმების წინააღმდეგი და ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ თათრები, გასარეკი სოფლიდან. ჩვენ არ ვართ თათრები, ჩვენ ვართ ქართველები. ის დირექტორი უნდა გათავისუფლდეს და ახალი დაინიშნოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დეპუტატის შეფასებით, ეს განცხადება არასწორია . მისი თქმით, მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა.

"ამ საკითხს გაარკვევენ, ბატონი მერი საქმის კურსშია. ამ საქმეს თუ გამოძიება დასჭირდა, ესეც მოხდება. ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს. ჩვენ ჯერ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, რომ სოფელში შევარიგოთ ეს ხალხი, გავაგრძელოთ ურთიერთობები, რომ ხალხმა ილოცოს თავიანთ სალოცავებში“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

როგორ გამოიყურება ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ძვირადღირებული გარდერობი - ნუნუკა თამაზაშვილის დრესკოდი

სენაკში მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახი მამა-პაპისეულ სახლს ყიდის - მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია"