ავტორი:

ბუკნარში, ეკლესიასთან "ნაცმოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბუკნარში, ეკლესიასთან "ნაცმოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ქათამაძემ მაჟორიტარ დეპუტატს განუცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობას დაჰპირდა და მას დანაპირების შესრულება მოსთხოვა.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მას პროვოკატორი უწოდეს. ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და განაცხადეს. რომ ამით ტერიტორიას განარიდეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ არ არის დაკავებული. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სიტუაციას განარიდეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.

,,ბესო ქათამაძე დაკავებული არ არის. ტერიტორიიდან გავიყვენეთ და არის პოლიციაში, სიტუაციის გარკვევის მიზნით. საპოლიციო ძალები წარმოდგენილი იყო გუშინაც და მიმდინარე დღეებშიც, რამე განსაკუთრებულს არ ველოდებით. აღნიშნულ სოფელში თუ რაიმე სახის გაურკვევლობა და რაიმე ინციდენტი მოხდა, ეს თითქმის ამოწურულია“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს. დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილის თქმით, ყველამ უნდა შეუწყოს ხელი სიტუაციის დამშვიდებას. როგორც მან აღნიშნა, ძმური ურთიერთობის გაგრძელება მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის აუცილებელია.

„ლოცვა ყოველთვის არის საკეთილდღეო. დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ეპარქიის და ლოცვა-კურთხევა მეუფე იოსების, რომ ყველამ შევუწყოთ ხელი იმას, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, აღნიშნული კონფლიქტი დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ როგორც აქამდე ვურთიერთობდით, ისე გავაგრძელებთ და ჩვენს შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორც იყო აქამდე. ბუკნარში სახლი შეიძინა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა სალოცავად, როგორც შემდეგ განმარტეს, მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იქ მეჩეთი უნდა გაკეთდეს და იმ გაგებით, რომ იქნებოდა ხმამაღალი ლოცვა, ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. ზოგადად კონფლიქტი არის ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად“, - განაცხადა შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილმა.

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად საზმაუს ექსდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს