ავტორი:

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა.

"როდესაც ვამბობთ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუკი გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი, კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს ყველას ესმის. ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, ეს არის დესტაბილიზაიცია ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია

გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა