ავტორი:

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ "თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი აუცილებელი არ არის."

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუწაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ის აღნიშნავს, რომ უნდა დამატებულიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ავტობუსების რაოდენობა, რაც ტრანსპორტში ადამიანებს დისტანციის დაცვის შესაძლებლობას მისცემდა:

"უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი.

არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას.

ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს", - წერს მაია ბუწაშვილი.

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"ოქროს ბიჭუნა...ზღაპრის გმირს ჰგავს" - გიორგი მარგველაშვილის უმცროსი შვილი, თომა სამი წლის გახდა (ფოტოები)