ავტორი:

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია - ვინ არიან ახალი სახეები?

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია - ვინ არიან ახალი სახეები?

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყრილობას მართავს, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრება. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა იქნა არჩეული.

როგორც ცნობილია, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, რომელსაც პარტიამ მხარი დაუჭირა.

ასევე დამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 20-კაციანი სია. საბჭოში ახალ წევრებად ვიხილავთ: ვასილ მაღლაფერიძეს, თორნიკე რიჟვაძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ნიკოლოზ სამხარაძეს, კახა კუჭავას, შალვა პაპუაშვილს და თეა წულუკიანს. მინისტრებიდან, კი საბჭოში ეკატერინე ტიკარაძეა წარმოდგენილი.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ასე გამოიყურება:

  1. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე
  2. ვასილ მაღლაფერიძე
  3. გიორგი გახარია
  4. არჩილ თალაკვაძე
  5. მაია ცქიტიშვილი
  6. გია ვოლსკი
  7. ირაკლი ღარიბაშვილი
  8. თეა წულუკიანი
  9. მამუკა მდინარაძე
  10. კახა კუჭავა
  11. ვახტანგ გომელაური
  12. ეკატერინე ტიკარაძე
  13. ვანო მაჭავარიანი
  14. მაკა ბოჭორიშვილი
  15. შალვა პაპუაშვილი
  16. მარიამ ქვრივიშვილი
  17. ნიკოლოზ სამხარაძე
  18. სოზარ სუბარი
  19. დიმიტრი სამხარაძე
  20. თორნიკე რიჟვაძე

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე