ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს" - რა ვარაუდს აჩენს ივანიშვილის მიერ მისი ქონების ნაწილის ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა?

"არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს" - რა ვარაუდს აჩენს ივანიშვილის მიერ მისი ქონების ნაწილის ფონდ "ქართუსთვის" გადაცემა?

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ასპარეზის მთავარი აქტორები იყვნენ ივანიშვილი და სააკაშვილი. როგორ ფიქრობთ, ერთის ამ ასპარეზიდან გასვლა როგორ აისახება მეორეზე? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- გეთანხმებით, ამ საჭადრაკო დაფაზე მართლაც ორი ფიგურა თამაშობდა და დღემდე თამაშობს... ივანიშვილის სრულ წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია . ივანიშვილი და სააკაშვილი ამ წლების განმავლობაში ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ - ისინი თან უპირისპირდებოდნენ და თან კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს. შუას გაკრეფის მუდმივი პოლიტიკა ივანიშვილს უნარჩუნებდა ხელისუფლებას, მაგრამ ასევე აძლიერებდა სააკაშვილს, როგორც მეორე პოლუსს და კეტავდა სივრცეს სხვა პოლიტიკური ცენტრებისთვის. ჩემი აზრით, ამ სიმბიოზის დარღვევა ორივე მხარეს დაასუსტებს. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, ამ ეტაპზე სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას, მიუხედავად იმისა, წავა ის პოლიტიკიდან თუ არა.

- ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა...

- არ მგონია, ამ თემაზე ნეგატიური მსჯელობა გამართლებული იყოს. დავიწყოთ იმით, რომ ეს მისი ქონებაა და როგორ მართავს მას და როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი საქმეა. ის ამას აკეთებს კანონის შესაბამისად და რა ჩვენი გასარჩევია, მარცხენა ჯიბეში რას დაიტოვებს და მარჯვენაში რას გადაიტანს, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. პირველი - ცხადად ჩანს, რომ ის ახდენს ამ ქონების კონსოლიდაციას, რაც ნიშნავს, რომ დისტანცირებას ბიზნესის მართვისგანაც ცდილობს. თუ აქამდე ის ყველა ამ აქტივთან ცალ-ცალკე მუშაობდა, ახლა ადგა და ყველაფერი ერთ ხელში მოაქცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მთელ მის ქონებაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ საქართველოში არსებულ აქტივებზე. ეს ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას აქამდეც ბიძინა ივანიშვილის ფულით ახერხებდა. ამჯერად მან გადასცა არა თანხა, არამედ ქონება და უთხრა, რომ შეძლონ ამ ქონების რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და ასე გააგრძელონ საქველმოქმედო საქმიანობა. აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა და რატომ უნდა განვავითაროთ აქ რაღაც შეთქმულების თეორიები?!

გარდა ამისა, რადგან მას პირდაპირი მენეჯმენტის სფეროდან გააქვს საქართველოში არსებული აქტივები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლასაც აპირებდეს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა - ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს. წაიკითხეთ სტატია სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"