ავტორი:

თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში სიკვდილიანობის ერთეული შემთხვევები იქნება - გამყრელიძე

თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში სიკვდილიანობის ერთეული შემთხვევები იქნება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც შემზღუდავი ღონისძიებებისა და ტესტირებაზე მეტი ხელმისაწვდომობის შედეგია.

"ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო გაანხლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება.

ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვაქვს ახალი შემთხვევების და ინფექციის გავრცელების ყოველდღიურად კლების ტენდენცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში სიტუაცია დაძაბულია, მიმოსვლა სერიოზულია. კარგად შეგვიფასა ჰელსმეტრიკის ინტიტუტმა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც ქვეყანაში მუშაობს - 6 ბალიდან, რაც უმაღლესია, როდესაც ძალიან მკაცრია შეზღუდვები, ჩვენ დღეს დაახლოებით 5 ბალს ვაკმაყოფილებთ.

ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება და ერთობლივად ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, ასევე ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვილად ვავლენთ ახალ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს" - თენგიზ ცერცვაძე

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"

STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა - რა განმარტება გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში?