ავტორი:

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში სოციალური ფონი არ არის ისე გაუარესებული, რომ ამან ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მან უპასუხა მაყურებლის შეკითხვას, რამდენად რეკომენდირებულია ვაქცინაცია, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანის იმუნიტეტი დაქვეითებულია.

"გააჩნია რა ფორმით არის იმუნიტეტი დაქვეითებული და რა მასშტაბით. თუ პაციენტის იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებულია, იქ ვაქცინა არაეფექტურია.

ჩვენთან სოციალური ფონი გაუარესებულია და მთელ მსოფლიოში გაუარესებულია. ბუნებრივია, ეს გაუარესება მდიდარ ქვეყანას ნაკლებად შეეხო, შედარებით ღარიბ ქვეყანას - უფრო მეტად.

თუმცა გარანტიას გაძლევთ, ჩვენთან სოციალური ფონი არ არის ისე გაუარესებული, რომ ამან ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ მას იმუნიტეტი დაუქვეითდეს" - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

"კოვაქსი" და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა სწრაფად ჰქონდეს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

161-ე სკოლაში 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა - სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

რა ვითარებაა რუსთავის საპატიმროსთან, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ