ავტორი:

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდებას ედავებიან, ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ ზურაბაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაცნეტ "მთავარში“ განაცხადა.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილი საზოგადოებასთან კომუნიკაციას ითხოვს.

"ლევან ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამრთლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან, ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. ლევან ზურაბაშვილს საზოგადოებასთან სათქმელი აქვს, რომელიც ღიად უკვე დააფიქსირა. მის საქმეზე არაერთი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, ე.წ. დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. მათივე ჩვენებების საფუძველზე ვიგებთ, რომ ლევანი მათზე ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა, ის პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებდა. როცა ზურაბაშვილს უთხრეს, რომ ადგილზე ორსული ქალი იმყოფებოდა, მან დაუყოვნებულ მოსთხოვა ის წასულიყო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ადამიანმა ზურაბაშვილს უთხრა, თუ შეიძლება, მეც გავყვებიო. ზურაბაშვილმა უპასუხა, კი ბატონო, გაყევი, ვინ გიჭერს, აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენ რამე ფორმით შეგზღუდოთ, ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, ტელევიზიების ყურადღება მივიქციოო. ამ საქმეს სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს არის მაქსიმუმ, იძულება და არა მძევლად ხელში ჩაგდება. ლევნის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებამ, მისმა თანამოაზრეებმა უნდა იბრძოლონ იმ სისტემის წინააღმდეგ, რაც ე.წ. მევახშეობას, "კაზინოების“ აკრძალვას და ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს შეეხება. ის საზოგადოებას სთხოვს გაერთიანდნენ, მისი მოთხოვნა არ არის, მისმა თანამოაზრეებმა მის გათავისუფლებაზე ირძოლონ. ამიტომ, ყველას, ვისაც ეს პრობლემები გაწუხებთ, მიგაჩნიათ, რომ სოციალური უთანასწორობაა, ლევანის სიტყვებს გეუბნებით - უნდა დავდგეთ ერთად და გარწმუნებთ, რომ ლევანი იქნება ის მასტიმულირებელი ადამიანი, რომელიც შეძლებს და ამ საზოგადოებას გააერთიანებს“, - განაცხადა კობაიძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა, ვინაიდან თუკი ხალხი გაამტყუნებდა, ის იდეა, რისთვისაც იბრძოდა, მოკვდებოდა.

"რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებზე უარის თქმას, მიუხედავად ადვოკატების დასაბუთებისა, რომ კარგი იქნებოდა, ნაფიცი მსაჯულები აერჩია, მან კატეგორიული უარი განაცხადა. ზურაბაშვილის თქმით, ნაფიც მსაჯულებს მარტივად მოისყიდიან, მას ხალხის იდეები აქვს და თუ ხალხი გაამტყუნებდა, გამოვიდოდა, რომ რისთვისაც იბრძოდა, ის იდეა მოკვდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ სასამართლომ განსაჯოს მისი ბედი, იცის, რომ ის განწირუილა, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს, არ უნდოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხალხს დაკისრებოდა თუკი, გაამტყუნებდნენ“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი, ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ვახტანგ ახვლედიანი არის ცრუ მოწმე - არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი, არ დაუნახავს წყალში დახრჩობა" - ვასილ მამულაშვილი

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს