ავტორი:

"ვახტანგ ახვლედიანი არის ცრუ მოწმე - არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი, არ დაუნახავს წყალში დახრჩობა" - ვასილ მამულაშვილი

"ვახტანგ ახვლედიანი არის ცრუ მოწმე - არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი, არ დაუნახავს წყალში დახრჩობა" - ვასილ მამულაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი ცრუ მოწმეა და მისი ჩვენებით ვერაფერი დგინდება.

როგორც მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახვლედიანს რეალურად არაფერი დაუნახავს და ვერც იმ პირების იდენტიფიცირებას ახდენს, ვინც მისდევდა.

„ფაქტობრივად ერთგვარი ლუსტრაცია მოხდა, რომ მოწმე არის ცრუ მოწმე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ცრუ ჩვენებიდან გამომდინარეც მთავარი არის ის, რომ ახვლედიანს არ დაუნახავს, ვინ მისდევდნენ, არ არის შემსწრე შესაძლო ძალადობის, მას არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი და ა.შ. არ დაუნახავს წყალში დახრჩობა, შესაბამისად, იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც სხვა მოწმეები.

მოწმე ვერ ჩამოყალიბდა პოზიციებზე, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, დაგვეთანხმა, რომ მას უკან არ გაუხედავს და ისე ჩავიდა, ვერ ხედავდა, ვინ მისდევდა, თუმცა მეორე ნაწილში აღნიშნა, რომ 3 პირი მისდევდა. თუმცა იდენტიფიცირება არ მოუხდენია. მთლიანობაში ეს მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. დაუშვებელი რომც არ იყოს, მისი გაზიარებით ვერაფერი დგინდება. აღნიშნა, ეს 3 პიროვნება, შესაძლოა, ყოფილიყო პატარა ასაკის, თუმცა, როდესაც დავუსვი შეკითხვები, როგორ მოხდა ასაკის იდენტიფიცირება, ამაზე პასუხი არ ჰქონია“,- განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულებმა სასამართლო გინებით დატოვეს - კადრები ადგილიდან