ავტორი:

ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ

ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ

ბოლო 2 თვის მანძილზე ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 25%-ს აღემატება.

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

ქვეყანაში ვაქცინაცია, Pfizer-ის ვაქცინით მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 42 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 14 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 4.3%-ს შეადგენს.

მას ჩინეთი მოჰყვება 10 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 0.71%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში მიმიდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 17.5 და 9.5%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

"არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემთვის, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის" - მოსკოვში დაბრუნებული ნავალნის მიმართვა რუს ხალხს

მამაკაცი 3 თვე აეროპორტში ცხოვრობდა და "კოვიდის შიშის გამო" სახლში არ ბრუნდებოდა - უჩვეულო დანაშაული ჩიკაგოში

"ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს" - ალექსეი ნავალნი პუტინზე