ავტორი:

"ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად" - ოთარ კახიძე "ევროპულ საქართველოს“ ტოვებს?

"ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად" - ოთარ კახიძე "ევროპულ საქართველოს“ ტოვებს?

გავრცელებული ინფორმაციით, ოთო კახიძე "ევროპულ საქართველოს“ ტოვებს, თუმცა მან "ინტერპრესნიუსთან" მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

როგორც კახიძე "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს "ნაკლებად აკეთებს“, თუმცა პარტიაშიც რჩება.

"შეიძლება ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის გამო, რომ მე ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად და ამ ფირმის საქმიანობით ვარ დაკავებული. ალბათ, იმიტომ, რომ ნაკლებად ვაკეთებ კომენტარებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შესაძლოა, ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება,. მე ვრჩები "ევროპული საქართველოს“ წევრად. პარლამენტის წევრი აღარ ვარ, შესაბამისად დავუბრუნდი ჩემს საადვოკატო საქმიანობას იურიდიული ფირმის მეშვეობით“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარიას შემდეგ შესაძლოა, კიდევ ორმა წევრმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ოთარ კახიძემ დატოვონ. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და არ ადასტურებენ "ევროპულ საქართველოში“.

"ოპოზიციამ თვითონ არ იცის რა უნდა, თავგზააბნეული ხალხია" - ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილზე