ავტორი:

ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?

ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

საბჭოთა აგენტი "ჰომეროსი" სპეცსამსახურების ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი". მისგან მიყენებული ზიანი მართლაც რომ ძალზე დიდი იყო: 1951-1961 წლების განმავლობაში მან გასცა რამდენიმე ათეული საიდუმლო ოპერაცია და საბჭოთა კავშირს გადასცა რამდენიმე ასეული უცხო ქვეყნის აგენტის ვინაობა. მხოლოდ 1961 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ "ჰომეროსის" ფსევდონიმის მიღმა იმალებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (მი-6) მაღალი რანგის თანამშრომელი - ჯორჯ ბლეიკი.

გეორგ ბეჰარი (შემდგომში ჯორჯ ბლეიკი) 1922 წელს დაიბადა როტერდამში (ჰოლანდია), მამა ეგვიპტელი ებრაელი, ხოლო დედა - ჰოლანდიელი კათოლიკე ჰყავდა. ამ საოჯახო მრავალფეროვნების დამსახურებით, გეორგს პოლიგლოტობის ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა (მან შეისწავლა და თავისუფლად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ნიდერლანდულ ენებს), რამაც დიდად განსაზღვრა მისი მომავალი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი და ავანტიურა იყო. თავად განსაჯეთ: 18 წლის ბეჰარი გერმანელებს ებრძოდა ჰოლანდიაში, 1943 წელს მან დიდი წვალებით შეძლო ინგლისში გამგზავრება (ამ პერიოდიდან მისი გვარი ჯორჯ ბლეიკი გახდა) და ორი წლის შემდეგ, უკვე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი, გერმანიაში ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა. 1948 წელს ბლეიკი კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა), კერძოდ, სეულში მიავლინეს, როგორც დაზვერვის რეზიდენტი. 1950 წლის ზაფხულში ჯორჯ ბლეიკი და სხვა ბრიტანელი დიპლომატები ჩრდილო კორეის ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. ისინი მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წლის აპრილში დაბრუნდნენ ლონდონში. იმავე წლის სექტემბერში ჯორჯ ბლეიკი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის "Y" სამსახურის, ერთ-ერთი განყოფილების (ოპერატიული ტექნიკური სამსახური, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებდა) უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ დროს ის უკვე საბჭოთა აგენტი იყო.

როგორც შემდგომ ბლეიკი იხსენებდა, 1951 წელს, ჯერ კიდევ ტყვეობაში ყოფნისას, მან თავად შესთავაზა სამსახური საბჭოთა დაზვერვას. ბლეიკი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კატეგორიულად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ერთხელ, ტყვეობაში, კარლ მარქსის "კაპიტალის" კითხვისას, "გონება გაუნათდა", კაპიტალიზმის მთელი ბოროტება დაინახა და "კომუნიზმის სიდიადე" ირწმუნა. ბუნებრივია, ამ ზღაპრების არავის სჯერა.

სინამდვილეში, რამ უბიძგა ახალგაზრდა ბრიტანელ მზვერავს, რომელსაც წინ წარმატებული კარიერა ელოდა, საბჭოთა აგენტი და "თხუნელა" გამხდარიყო?.. გააგრძელეთ კითხვა

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა