ავტორი:

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

2021 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გარდამტეხი უნდა გახდეს, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინასაახალწლო გამოსვლაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

"შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომავალ წლებში სისტემურად დაიწყება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ სისტემური და, მე ვიტყოდი, ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 2021 წლის ბოლოს იწყება, ნაწილი 2022 წელსაც გადავა. ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების М4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით."

მინისტრის პროგრამაში განსაკუთრებულად გამოიკვეთა სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონებით ქართული არმიის სათანადოდ აღჭურვის პროცესის დაწყება, რის აუცილებლობაზეც ბოლო წლებში არაერთხელ დაგვიწერია.

საგულისხმოა ისიც, რომ მინისტრმა ილაპარაკა "დელტას" დიდ როლზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამამულო პროდუქციის შექმნა-წარმოებაში, ასევე - იმ შედეგზე, რაც პოლონეთის, ჩეხეთისა და ისრაელის ცნობილ კორპორაციებთან "დელტას" მჭიდრო თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს.

დრონის კორპუსის დამზადება ჩვენც შეგვიძლია, მისი "ტვინის" ასამოქმედებლად კი უცხოელი პარტნიორების დახმარება დაგვჭირდება," - თავდაცვის მინისტრის ეს ფრაზა შეიძლება მიუთითებდეს პერსპექტივას, რომ ადრე თუ გვიან "დელტაში" შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სერიული წარმოების დაწყება.

ეს წარმოუდგენელი არ არის, რადგან ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში, ანუ ოცი წლის წინ, თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო კომპოზიციური მასალებით საცდელი თვითმფრინავის ფიუზელაჟისა და ფრთასხმულობის დამზადება.

დღეს "დელტასა" და "თბილავიამშენს" საერთო ძალით ძალუძთ კომპოზიციური მასალებისგან დრონების კორპუსების დამზადება, ხოლო უფრო რთული და ძვირადღირებული რადიოელექტრონული აპარატურის შეძენაში, რომელიც დრონების მართვისა და საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება, ჩვენი კომერციული პარტნიორები დაგვეხმარებიან. მაგრამ სანამ საქართველოში შესაძლებელი გახდება თანამედროვე შეიარაღების ნიმუშების სერიული აწყობის პროცესის დაწყება, მანამდე საშური საქმეა, შევისყიდოთ სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონების მცირე ნაწილი მაინც, რათა თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დროს მისი საბრძოლო გამოყენება ისწავლოს.

ყარაბაღის მესამე ომის გაანალიზებისას (არადა, ბევრი დეტალი ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული) იკვეთება ნიუანსები, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის მიერ თანამედროვე შეიარაღების გამოყენებისას გამოჩნდა. მათ შორისაა სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკების" - თუკი ვიდეოკადრებს ვენდობით - ეფექტიანი გამოყენებაც. ამ მხრივ ქართული არმია მაინცდამაინც არ ჩამოუვარდება აზერბაიჯანისას, რადგან ჩვენს არსენალშია ამერიკული "ჯაველინები", რომლებიც ისეთივე რისხვას წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის ტანკებისთვის, როგორსაც ისრაელის "სპაიკები", ოღონდ საჭიროა ამ "ჯაველინების" რაოდენობის გაზრდა, რის აუცილებლობაზე მინისტრმაც ილაპარაკა.

აზერბაიჯანელებმა ასევე აქტიურად გამოიყენეს ისრაელში ნაყიდი თვითმავალი ნაღმსატყორცნები - "სპეარები". თითქმის მათი ანალოგიური საარტილერიო სისტემა - 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი "დიდგორი მეომრის" ბაზაზე "დელტას" სპეციალისტებმაც შექმნეს ორი წლის წინ. მართალია, ისრაელში დამზადებული ნაღმსატყორცნი უშუალოდ მანქანის ძარიდან ისვრის, ჩვენსას კი "დიდგორიდან" ძირს ჩამოშვება სჭირდება, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა. ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დახვეწის შემდეგ ამ თვითმავალი ნაღმსატყორცნებით ქართული არმიის ქვეითი ბატალიონების სრულად გადაიარაღება შეიძლება, რაც მთაგორიან რელიეფზე ბრძოლისას ქართველ არტილერისტებს ტაქტიკურ უპირატესობას მიანიჭებს საცეცხლე პოზიციების სწრაფი და ხშირი ცვლილების სახით. გააგრძელეთ კითხვა

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი