ავტორი:

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახებთან ერთად - განაჩენი არის ობიექტური, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტი იყო, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო.

"რა თქმა უნდა, განაჩენი არის ობიექტური. ეს იყო ზუსტი და იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა დამნაშავე პიროვნებების, მათ დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოოდ ეს აისახა სწორ სასჯელში. ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახებთან ერთად. მე არ ვიცი ოჯახმა რამდენად იციან მათგან სიმართლე, მაგრამ ეს არც არის საინტერესო ჩვენი ოჯახისთვის, ეს მათი საქმეა. ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ საზოგადოების ინფორმირებულობა იმით, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში მიცემული. თუ ვინმეს სისხლის სამართალი ესმის ყველა დამერწმუნება იმაში, რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. იგივე ჩემი კოლეგების პოზიცია, რომლებსაც არასოდეს არ შევხებივარ და ვთვლიდი, რომ მიუხედავად ჩემი ამპლუისა მოცემულ საქმეში, მაინც ვიცავდი ადვოკატურ ეთიკას მათ მიერ გაჟღერებული საზოგადოებრივი ფორმის კუთხით. ეს ქმედება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სხვის დასარწმუნებლად რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა, იმიტომ რომ სხვა რაიმე ვერ მოხდებოდა სამართლებრივად და შესაბამისად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ", - განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ სამართლებრივად მსგავს საქმეებს სტრასბურგი წარმოებაში არ იღებს.

„სტრასბურგში რას ასაჩივრებ უნდა იცოდე და წარმოდგენა უნდა გქონდეს. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს. სტრასბურგი ევროპული კონვენციით ჩადენილ დარღვევას იხილავს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო. სამართლებრივად ასეთ საქმეებს სტრასბურგი წარმოებაში არ იღებს“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება. დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა - რის გაძარცვას ცდილობდნენ დაკავებულები