ავტორი:

"უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" - ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე გაიწიეს

"უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" - ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე გაიწიეს

"რუსთავი 2"-ის ეთერში "მოქალაეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხაზარაძის გაღიზიანება ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია, სადაც თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძეს "ქართულ ოცნებასთან" "ზურგს უკან მოლაპარაკებები ჰქონდა".

"ვინ დაძვრებოდა ჩუმ-ჩუმად "ქართულ ოცნებასთან" ვხედავთ. მატყუარები ხართ და ხალხის მყვლეფავები" - აღნიშნა ელისაშვილმა, რაზეც ხაზარაძემ მოსთხოვა, ეთერში დაერეკა ირაკლი კობახიძესთვის და დაემტკიცებინა, რომ ჯაფარიძეს "ოცნებასთან" დამოუკიდებელი შეხვედრები ჰქონდა.

მამუკა ხაზარაძე: მატყუარა ხარ. დაამტკიცებ, რომ ბადრი ჯაფარიძე "ოცნებასთან" მოლაპარაკებს აწარმოებდა. მე არ დაგინახო ოპოზიციის შეხვედრაზე. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ. ეს იქნება მაგალითი, რომ პოლიტიკაში ღირსებას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი.

ალეკო ელისაშვილი: სულ შენი გადასაწყვეტია, მოვალ თუ არა ოპოზიციურ შეხვედრებზე. გიგა ბოკერიას დაკრულზე რომ დადიხარ. მატყუარაც ხარ, უსინდისოც და ხალხის მყვლეფავიც. თვალებში როგორ მიყურებ? სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, რასაც ვამბობ? ამის მერე რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ბანკირებისგან და ხალხის მყვლეფავებისგან, არაფერი მიკვირს. ომია ძმააოო, ეგ სიტყვები არ მითხარი? ბოკერიას გვერდით რომ იჯექი....

მამუკა ხაზარაძე: ამხელა ტყუილები სად ისწავლე?! შენ ჩვენს გვერდით არ გაიარო! საქმე არ გვაქვს მატყუარა ხალხთან.

ალეკო ელისაშვილი: არასოდეს ქვეყნის ბედი არ გაღელვებდა. ხალხს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, იდექი და ხალხს ბინიდან ყრიდი. ახლა შეგიყვარდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, არ გაგახსენდა ქვეყანა.

მწვავე კამათის დროს პოლიტიკოსებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა ვითარების განმუხტვა ჟურნალისტებმა მოახერხეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა

"ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა... ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ" - ექსპერტი