ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ფორმულა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ფორმულა

ფიზიკური ქიმიის მაგისტრანტი, 25 წლის იბრაგიმ მამედოვი ერთ-ერთია საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სტუდენტებს შორის, რომელმაც „ცოდნა ძალაა“ - საკუთარი წარმატების ფურმულად აქცია, - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„მინდა, საერთაშორისო მასშტაბით, დიდ წარმატებას მივაღწიო ქიმიის მეცნიერებაში. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩემს პროფესიულ განვითარებაში. სწორედ მათი ხელშეწყობით ვიღებდი მონაწილეობას საზღვარგარეთ სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებში“, - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი.

იბრაგიმ მამედოვი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, კომპანია RMG Gold-ში მუშაობს. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძლებას დოქტურანტურაში აპირებს.

„საკმაოდ მიზანდასახული და მოტივირებული ვარ. ნებისმიერ დროს ვცდილობ ახალი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიო, რომელსაც პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენებ. ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს, პარალელურად, ვსწავლობ კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებას, რადგან ვფიქრობ, მომავალი ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ჯერ კიდევ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე სწავლისას, საშუალება მომეცა საფაკულტეტო გრანტები მომეპოვებინა და მონაწილეობა მიმეღო სამეცნიერო კონფერენციებში. ამჟამად, სწავლის პარალელურად, კომპანია RMG Gold-ში ვმუშაობ. კომპანია მაქსიმალურად ხელს მიწყობს სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში. 2020 წლის დასაწყისში მივლინებით საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემია ხელშემშლელი აღმოჩნდა“, - ამბობს იბრაგიმ მამედოვი.

მარნეულის რაიონის სოფელ შუალავერის, რომან ზოიძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, იბრაგიმ მამედოვმა სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელა.

„სკოლაში სწავლის პერიოდში ვიყავი სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი, ვასრულებდით სხვადასხვა სამოქალაქო თუ შემეცნებით ახალგაზრდულ პროექტებს რეგიონში. ორი წლის განმავლობაში, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისედ ვმუშაობდი. ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებში: ადამინის უფლებების, სამოქალაქო განთლების, ადამიანის ფსიქოლოგიის, ტოლერნატობის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სხვა მიმართულებით. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში, ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტზე, ქიმიის განხრით. პირველივე კურსზე აქტიურად ჩავერთე საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის პროექტებში. 2017 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სახელით, ვმონაწილეობდი განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკზე“, - აღნიშნავს იბრაგიმ მამედოვი.

სტუ-ის მაგისტრანტმა საკუთარი წარმატების ფორმულა თავადვე შექმნა. ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველა გამოწვევა მიიღო და საკუთარ თავზე გამოსცადა.

„2019 წელს, უნივერისტეტის ხელშეწყობით, მუშაობა დავიწყე ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალთმცოდნეობის ინსტიტუტში, ტექნოლოგის პოზიციაზე. ამავე წელს, RMG Gold-ში გავიარე სტაჟირება ოქროს გამოტუტვის ტექნოლოგიების განხრით, კანადელ მეცნიერთან - ქეით შირენთან. სტაჟირების დამთავრების შემდეგ მუშაობა კომპანია RMG Gold-ში დავიწყე. ამ ეტაპზე ვარ ინდივიდუალური განვითარების პროექტის მონაწილე, გავიარე ტრენინგები და პრაქტიკები სამთო-მომპოვებელი ტექნოლოგიებისა და ISO საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. რვა თვის განმავლობაში ამავე კომპანიის ხარისხის კონტროლის სამსახურში ლაბორანტად ვმუშაობდი. ახლა ამავე კომპანიის საწარმოო პროექტის მენეჯმენტის განყოფილებაში მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიების განხრით ვმუშაობ. ჩემმა ქვეყანამ დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდანვე აზერბაიჯანულის გარდა, კარგად შევისწავლე ქართული ენა და ამჟამად ენობრივი ბარიერი ჩემთვის არ არსებობს. სწორედ მიზანდასახულობა, დაუღალავი შრომა და ოჯახის ხელშეწყობა არის ჩემი წარმატების ფორმულა“.

ცნობისათვის, იბრაგიმ მამედოვი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული ფრთის წევრია და მონაწილეობდა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი შესარჩევი ტურის ორგანიზებაში.

NS

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს