ავტორი:

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

დავით ბაგრატიონის მეორედ დაოჯახების შესახებ პირველ იანვარს გახდა ცნობილი. მაშინ საქართველოს სამეფო კარმა წყვილის პირველი ფოტო გაავრცელა ოფიციალურ გვერდზე და მოსახლეობას ირინამ და დავითმა ახალი წელი მიულოცეს.

ირინა ბეგაშვილის გამოჩენა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან დავითი ანა ბაგრატიონთან სკანდალური განქორწინების შემდეგ წლებია მარტო ჩნდებოდა საზოგადოებაში. ფაქტია, რომ დავითი მეორე ცოლს, რომელთან ერთადაც მცხეთაში ცხოვრობს, აღარ მალავს და სამეფო კარი მის მეუღლეს პრინცესა ირინა ბატონიშვილად მოიხსენიებს.

დღეს სამეფო კარმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ დავითი და ირინა, გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

"დღეს, 20 იანვარს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში , საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი და პრინცესა ირინა დაესწრნენ ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილი გიორგი იყო საქართველოს სამეფო სახლის მეთაური 1977-2008 წლებში. დაიბადა იტალიაში, რომში 1944 წლის 22 თებერვალს. გარდაიცვალა თბილისში 2008 წლის 16 იანვარს.

ბატონიშვილი გიორგი სამეფო ღირსებით დაკრძალეს 2008 წლის 20 იანვარს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სამეფო ოჯახის პანთეონში. დაკრძალვის ცერემონიალზე ლიტურგიას და საეკლესიო მსახურებას უძღვებოდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. ბატონიშვილ გიორგის დარჩა ოთხი შვილი: ბატონიშვილები მარია, ირაკლი , დავითი და უგო" - ვკითხულობთ განცხადებაში.