ავტორი:

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას სჯერა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "მკვლელია.“ ამის შესახებ ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა დაისვა მას შემდეგ, რაც წამყვანმა ჯორჯ სტეფანოპულოსმა და ბაიდენმა ისაუბრეს შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პუტინმა პირადად გასცა ბრძანება, გავლენა მოეხდინათ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, ასევე, ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბეშეტევებში რუსული კვალის გამოკვეთის შესახებ.

წამყვანმა ბაიდენს ჰკითხა: "გჯერათ, რომ პუტინი მკვლელია“, რაზეც პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო - "დიახ, ამის მჯერა....„მას მოუწევს ყველაფრის საფასურის გადახდა და ამას თქვენ ძალიან მალე დაინახავთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, როდესაც პუტინს ესაუბრა, უთხრა, რომ თუკი რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებში დადასტურდებოდა, მზად ყოფილიყო ამერიკის რეაქციისთვის:

"ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ვუთხარი, მე თქვენ გიცნობთ და თქვენ მე მიცნობთ. თუ გაირკვევა, რომ ეს ნამდვილად მოხდა, მზად იყავით", - აღნიშნა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის პოლიტიკურ წარსულში ხშირია მისი მხრიდან პუტინის კრიტიკის ფაქტები. ერთ-ერთი კომენტარის დროს, ჯომ რუსეთის პრეზიდენტს "КГБ-ს თაღლითი" უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა? როგორ მოქმედებდა რუსეთი ტრამპის მხარდასაჭერად - აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რუსეთის პასუხი

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად

გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი

ბაიდენი პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრას სთავაზობს - რაზე ისაუბრეს აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა ტელეფონით