"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მამა ამბობს, რომ ის რაც მოხდა, არა ერთი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

როგორც მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ისინი მხოლოდ ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"ჩვენ მარტო სიმართლე გვაინტერესებს, სხვა არაფერი. მინდა გავიგოთ, რა მოხდა ჩემი შვილის თავზე. ყველა დედის შვილის ცოდოა...

ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, მე ბიჭი მაკლია. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ. ყველა ცოდოა. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ტრაგედია არაა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა," - განაცხადა მეგი ბაქრაძის მამამ.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა.

"ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ დამალა" - ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა