ავტორი:

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს, - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლე "ინსტაგრამზე" წერს. მისი თქმით, ის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში დაიგეგმა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს.

მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია OVD-info-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციის 863 მონაწილეა დაკავებული.

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?