ავტორი:

"განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს?" - როგორ განმარტა პუტინმა საჯაროდ აცრაზე უარის თქმა?

"განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს?" - როგორ განმარტა პუტინმა საჯაროდ აცრაზე უარის თქმა?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ სურდა აცრა მედიისთვის ღია რეჟიმში გაეკეთებინა, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერებმა ჩაიტარეს, რადგან „არ უნდოდა ემაიმუნა“. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს? ალბათ, არა. ვინმეს ასეთ დონეზე თუ მოუნდება ფალსიფიცირება, ვინმეს მოტყუება, ამის გაკეთება არ იქნება ძნელი. შესაძლებელია ამ ნემსის ჩვენება, სინამდვილეში კი გაიკეთონ ფიზიოლოგიური ხსნარი, ან რაც გნებავთ, კეფირი, ან თუნდაც ფორთოხლის წვენი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაიმე ვიტამინი. ეს არასერიოზულია, ჩემი შეხედულებით“, - განაცხადა პუტინმა გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“.

პუტინმა იმ შეგრძნებებზე ისაუბრა, რომელიც აცრის შემდეგ ჰქონდა.

„პირველი ხუთი საათის განმავლობაში არაფერი. შემდეგ მარცხენა ხელი ავწიე. ტკივილი არ მიგრძვნია, არამედ რაღაც დისკომფორტი“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ დღემდე ხელის დადების დროს ნანემსარი იგრძნობა.

მისი თქმით, აცრის შემდეგ, სპორტით სამი დღეა არ დაკავებულა. მან ვაქცინაციას აუცილებელი საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია აცრა, რათა თავი დარწმუნებულად იგრძნო და აიცილო დაავადების მძიმე შედეგები.

"უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია" - პუტინი

"მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"