ავტორი:

ჯო ბაიდენი სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების მიღებაზე დაწესებულ აკრძალვას სავარაუდოდ, გააუქმებს

ჯო ბაიდენი სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების მიღებაზე დაწესებულ აკრძალვას სავარაუდოდ, გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, დღეს გააუქმებს დონალდ ტრამპის მიერ ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში მიღებაზე დაწესებულ აკრძალვას. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულ თემაზე ოფიციალური კომენტარი თეთრ სახლში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა დაანონსებული იყო უკვე ამ კვირიდანვე "მკაცრი წესების შერბილება სხვადასხვა მიმართულებით."

პოლიტიკა, რომელიც ლგბტ აქტივისტებმა "სასტიკ და ირაციონალურ“ პოლიტიკად შეაფასეს, პირველად ტრამპმა 2017 წლის ივლისში Twitter- ის საშუალებით დააანონსა.

აკრძალვა განსაკუთრებით იმ პირებს ეხება, რომლებსაც გენდერული დისფორიის დიაგნოზი აქვთ დასმული. ამასთან, პირებს, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი არ აქვთ, სამხედრო რიგებში მსახურება შეუძლიათ, მაგრამ იმ სქესით, რომელიც მათ დაბადებისას მიენიჭათ. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ტრანსგენდერი პირების სამხედრო სამსახურში ყოფნა "უზარმაზარ სამედიცინო ხარჯებს“ გამოიწვევდა.

ტრამპის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები საზოგადოების ნაწილის მხრიდან ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის მიზეზი იყო.

"სომხეთში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია" - მედია

რუსეთმა გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები ქვეყნიდან გააძევა

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა