ავტორი:

"ვრცელდება ჰაერით და არის უფრო გადამდები" - რა ვიცით კორონავირუსის "ვიეტნამური შტამის" შესახებ, რომელიც კოვიდის ჰიბრიდული ვარიანტია

"ვრცელდება ჰაერით და არის უფრო გადამდები" - რა ვიცით კორონავირუსის "ვიეტნამური შტამის" შესახებ, რომელიც კოვიდის ჰიბრიდული ვარიანტია

"ვიეტნამში გამოავლინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც Covid-19-ის ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამების კომბინაციას წარმოადგენს და სწრაფად ვრცელდება ჰაერით" - ამის შესახებ ვიეტნამის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით BBC წერს.

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ჰიბრიდული ვარიანტის აღწერისას თქვა, რომ ის არის "ძალიან საშიში.“

"ვიეტნამმა აღმოაჩინა კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც აერთიანებს ორი არსებული შტამის - ინდურისა და ბრიტანულის მახასიათებლებს“, - აცხადებს მინისტრი, რომლის კომენტარსაც სააგენტო "როიტერსი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, ახალი ჰიბრიდული ვარიანტი არის უფრო მეტად გადამდები, ვიდრე აქამდე არსებული შტამები და განსაკუთრებით სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ ის ჰაერით ვრცელდება. მინისტრის ინფორმაციით, ვირუსის გენეტიკური კოდი ჯანდაცვის წრეებისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი.

ყოველივეს გათვალისწინებით, ვიეტნამის უდიდესი ქალაქის, ოშიმინის მთელ მოსახლეობას კოვიდტესტს ჩაუტარებენ. "ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ქალაქში 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და სწორედ ამ ქალაქში გაჩნდა ჰიბრიდული ვარიანტის კლასტერი. ამასთან, ქალაქში შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალა, დაიხურა მაღაზიები და რესტორნები, აიკრძალა რელიგიური საქმიანობა.

  • ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი კლასტერი პროტესტანტულ ეკლესიას უკავშირდება, რომლის წინააღმდეგაც, ჯანდაცვის პროტოკოლის არასათანადოდ დაცვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს.

ექსპერტთა თქმით, ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდიან, უმეტესობა მცირე ცვლილებას გულისხმობს, თუმცა შეიძლება გაჩნდეს უფრო მეტად გადამდები ვარიანტიც, ან ისეთი, რომელიც უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე არსებული შტამები.

ცნობისთვის, კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. ექსპერტთა შეფასებით, ინდური ვარიანტი ბრიტანულ შტამთან შედარებით უფრო მეტად გადამდებია. ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინები - "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი" ეფექტიანია ორივე ვარიანტთან მიმართებით.

ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა იმის შესახებ თუ რა სირთულეები ახასიათებს კორონავირუსის ახალ, ე.წ. ვიეტნამურ ვარიანტს მიმდინარეობისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიეტნამში კორონავირუსის გამოვლენის პირველი დღიდან ამ დრომდე ვირუსის 6700 შემთხვევაა აღწერილი, მისი ნახევარზე მეტი კი ვირუსის ახალ, ჰიბრიდულ ვარიანტს უკავშირდება. ვირუსით ვიეტნამში, საერთო ჯამში, გარდაცვლილია 47 პაციენტი.

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის

"ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია" - რას ამბობს დაკავებული რომან პროტასევიჩი მეორე ვიდეოში, რომელსაც ბელარუსის მედია აქვეყნებს