ავტორი:

"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?

"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?

"მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ მემუქრება ბატონი მელია, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს... უბრალოდ, რომ არ გამლახოს ვინმემ, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება" - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მართალია, ხვიჩიას სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში, იარაღის ტარების პრივილეგია აქვს, თუმცა გარკვეული პროცედურების გავლა მაინც მოუწევს, "ფიზიკურად მასზე დიდისგან", თუნდაც ნიკა მელიასგან თავი რომ დაიცვას.

დეპუტატები იმ თანამდებობის პირთა შორის არიან, რომელთაც იარაღით გადაადგილების კანონით მინიჭებული უფლება აქვთ და ეს უფლება მხოლოდ პარლამენტის შენობაში ყოფნისას ეზღუდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპუტატს იარაღის ტარების უფლება სადეპუტატო უფლებამოსილების დასრულების შემდეგაც უნარჩუნდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა სამართლებრივი გზის გავლა უწევს კანონმდებელს, რომ იარაღით იაროს. იარაღის ტარების უფლების მოპოვებაზე ნებართვას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი შს მინისტრის #164-ე ბრძანებით რეგულირდება, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრი, რომელსაც იარაღის ტარების სურვილი აქვს, ვალდებულია, მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სათანადო პროცედურები გაიაროს და მის მფლობელობაში არსებული იარაღი სამსახურებრივ-საშტატო იარაღად დაარეგისტრიროს.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატს პარლამენტში იარაღით სიარული ეკრძალება, თუმცა ამ მხრივ კანონი ერთგვარ საგამონაკლისო დათქმას აკეთებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის ტარება. ამასთან, რეგლამენტში ნათქვამია, რომ ამ წესიდან გამონაკლისი, კანონმდებლობით და პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განისაზღვრება.

დეპუტატს, რომელიც პარლამენტის შენობაში იარაღით გამოცხადდება, სანქციის სახით სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწევს.

ავტორი: ნათია ინაური

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით