ავტორი:

თანამედროვე მიდგომა ვირუსული ინფექციების მკურნალობა/პროფილაქტიკისას

თანამედროვე მიდგომა ვირუსული ინფექციების მკურნალობა/პროფილაქტიკისას

ყოველწლიურად, ზამთრის დადგომასთან ერთად, თავისი კაპრიზული ამინდითა და გაციების შემთხვევათა სეზონური მატების გამო, ყოველი ჩვენგანი საკუთარ თავს ერთი და იგივე კითხვას ვუსვამთ. რა არის უფრო ეფექტური პრევენციისთვის? რას უფრო გამოვიყენებთ, თუ მაინც ავად გავხდით? როგორ გამოვჯანმრთელდეთ უფრო სწრაფად და გართულებების გარეშე? გარდა ამისა, თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებია? როგორ უნდა მოხდეს თავის დაცვა ორსულობის დროს? რადგან მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია გერმანული კომპანიის Heel-ის კომპლექსური პრეპარატების ტანდემს: გრიპ-ჰეელს და ენგისტოლს.

25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქართველმა მომხმარებელმა მაღალი შეფასება მისცა სამკურნალო საშუალებების გრიპ-ჰეელის და ენგისტოლის ხარისხს, ეფექტურობასა და უსაფრთხოების პროფილს. გარდა ამისა, ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. გრიპ-ჰეელმა კარგად დაიხასიათა თავი, როგორც პროფილაქტიკურმა პრეპარატმა, რადგან ის ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას.

ეს სამკურნალო საშუალებები მიიღება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მრვი) დროს. გრიპ-ჰეელის და ენგისტოლის კომბინირებული გამოყენება საშუალებას იძლევა დაძლიოთ დაავადების ძირითადი სიმპტომები, გამოვჯანმრთელდეთ უფრო მოკლე დროში და მინიმუმამდე შეამციროთ გართულებების განვითარების რისკი. ამავდროულად, პრეპარატები არ ახდენენ პირდაპირ ანტივირუსულ მოქმედებას, არამედ ააქტივებენ ორგანიზმის არასპეციფიკურ დამცვით მექანიზმებს.

ენგისტოლის შემადგენლობაში შედის მცენარეული და მინერალური კომპონენტები. Vincetoxicum hirundinaria-ს ახალი ფოთლები შეიცავს ვინცეტოქსინს და ასკლეპის მჟავას. ეს მცენარე გამოიყენება მწვავე ანთებითი პროცესებისთვის, რომელსაც თან სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს, უპირატესად ვირუსული ეტიოლოგიის, ინფექციური მონონუკლეოზის, ლიმფადენიტის და სხვ. დროს.

პოტენცირებული კოლოიდური გოგირდი (Sulfur) ტროპულია სასუნთქი გზების ლორწოვან გარსთან. ის, ვირუსული ინფექციებისას, ააქტივებს ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებსა და დეტოქსიკაციურ პროცესებს, განსაკუთრებით ფერმენტების სულფიდური ჯგუფების (SH ჯგუფები) დეტოქსიკაციის ფერმენტული მექანიზმების აღდგენის გზით.

ამრიგად, პრეპარატ ენგისტოლის ძირითადი მოქმედებაა - არაპირდაპირი ანტივირუსული (იმუნომოდულაციური) და დეტოქსიკაციური.

გრიპ-ჰეელი, ისევე როგორც ენგისტოლი, შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებს. ტილჭირი (Aconitum) გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მომატებისას, განსაკუთრებით რომელიც მიმდიმარეობს ინტოქსიკაციის ნიშნებით, ხველით. ლეშურა (Bryonia) აქტუალურია სუნთქვის ორგანოების, პლევრის მწვავე ანთებისას და სხეულის მომატებული ტემპერატურის დროს. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ვარდკანაფას (Eupatorium) გამო, გრიპ-ჰეელი გამოიყენება გრიპის დროს, რომელსაც თან ახლავს სხეულის მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით კუნთების ტკივილით, შემცივნებით. ფოსფორი (Phosphorus) გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოები ანთებითი დაავადებების, მძიმე ინფექციური დაავადებების, დაუძლურების დროს. გველის შხამი (Lachesis) - კომპონენტი, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესების დროს, განსაკუთრებით რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ლარინგიტი.

მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის წყალობით, გრიპ-ჰეელი კომპლექსურ დეტოქსიკაციურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს. ეს პრეპარატი გამოიყენება მრვი-ის და გრიპის გამოხატული სიმპტომების დროს (სხეულის მაღალი ტემპერატურა, ტეხვის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი), ასევე დაავადების დასაწყისში და პროფილაქტიკისთვის - ეპიდემიის დროს.

სამკურნალო საშუალებების გრიპ-ჰეელის და ენგისტოლის უსაფრთხოების პროფილის მახასიათებლები, ბავშვებში (გრიპ-ჰეელი - 6 წლიდან, ენგისტოლი - დაბადებიდან) და ორსულ ქალებში (ექიმი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს) მათი გამოყენების საშუალებას იძლევა. მათი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივად ავადობენ ვირუსული ინფექციებით.

პრეპარატების გრიპ-ჰეელის და ენგისტოლის კომბინირებული გამოყენების რეკომენდებული სქემები მოცემულია 1 და 2 ცხრილებში.

ზოგჯერ, მრვი-ის ზოგადად სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების ინსტრუქციის წაკითხვისას, ეჭვი გეპარებათ: რას უფრო მეტს მოიტანს - სარგებელს თუ ზიანს? რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ სარგებელი… გრიპ-ჰეელის და ენგისტოლის რეკომენდაციისას, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ურჩევთ სამკურნალო საშუალებების ტანდემს, რომლებსაც კომპლექსური მოქმედება აქვთ და უსაფრთხოების მაღალ პროფილს ფლობენ. ხოლო, ამ პრეპარატების გამოყენების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების წყალობით, მათ ათასობით ქართველი ენდობა.

მათ სიმართლეში დარწმუნდით თქვენც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R

10%-იანი ფასდაკლება დასრულებულ ბინებზე ორთაჭალაში - „ტერასა ჯგუფის“ 1-თვიანი შეთავაზება დაიწყო

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა