ავტორი:

"თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არ ჯობია პატარა მოკვდე?!" - ქადაგება, რომელმაც სოციალური ქსელი აღაშფოთა

"თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არ ჯობია პატარა მოკვდე?!" - ქადაგება, რომელმაც სოციალური ქსელი აღაშფოთა

სოციალური ქსელი აღაშფოთა სასულიერო პირის ფრაზამ, რომელიც მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თადეოზმა (სარალიძე) საკვირაო ქადაგებისას თქვა.

ქადაგებისას მან კორონავირუსზე და პატარებში მის ახალ გამოვლინებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორწმუნე ბავშვებს არაფერი ემუქრებათ, თუმცა, ვინც "პარაზიტია" და ეკლესიას არ გამოადგება, გაზრდას სჯობს, პატარა მოკვდეს.

"ახლა გაგსინჯავენ და თქვენ ყველას კორონა გაქვთ მოხდილი. რით მოიხადეთ? ღვთისმშობლის დახმარებით ჩემო კარგებო და გენეტიკური სიძლიერით. თვითონ მაგ ლაბორატორიებში ამბობენ, ამ ქართველებს რა გენეტიკა აქვთო... სადაც შეყარეს - ესპანეთი, იტალია, ყველგან პანტაპუნტით დაყარეს ხალხი, იმიტომ რომ გენეტიკა მაგათ არ უვარგათ, ღვთის წყალობა მაგათ არ აქვთ. ესპანელმა ფეხი რომ წამოკრას ქვას, ღმერთს იხსენიებს ცუდად, ეს დეგენერატი... კიდეც გაავსო ღმერთმა მკვდრებით იქაურობა და უარესს იზამს კიდე...

ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ, თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?!" - ამბობს დეკანოზი თადეოზი ქადაგებისას.

სასულიერო პირის ამ უმძიმეს განცხადებას, აღშფოთება მოჰყვა "ფეისბუქზე". ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ეკლესიის წინამძღვარს ღვთისმსახურების უფლება უნდა შეუჩერდეს:

"ბავშვობაში ყველა ცელქია და ასეც უნდა იყოს! ტელეფონიც იმისთვისაა, უნდა გამოიყენოს. მავნებელი და პარაზიტი თქვენ არა ხართ, უსამართლობას რომ ქადაგებთ? რატომ თქვენ არ მოგკლეს ბავშვობაში, თქვენ ხომ დიდი პარაზიტი ხართ?"

"ეტყობა საქართველოში მღვდლობა ისეთი ადვილია, რომ ყველა იდიოტი აქ გარბის და მერე ერთმანეთს ეჯიბრებიან ამბიონიდან იდიოტურ ბრძნად-მეტყველებაში - ასე ბოლდება მრევლი და ასე იშოვება მისგან ფული. წიგნის კითხვა ამათ არ უნდათ, შრომა ამათ არ უნდათ... ხოდა, კიდე, ის ანდაზა აღარ მუშაობს აქა - ერთმა ტალახიანმაო, ასი სუფთა გასვარაო. აქ ასი ტალახიანი სვრის ერთ სუფთას"

"აბორტს რაღად გმობენ? არ ჯობია ბარემ არ დაიბადოს ბავშვი, ვიდრე უსაქმური გამოვიდეს?"

"ეს კი არა, ამისი მრევლი უნდა სცემო მათრახით"

"არ შეიძლება გაუნათლებელი ადამიანი ეკლესიაში!!! გაამკაცროს სასულიერო სემინარიამ მიღების წესები, ყველა ხისთავიანი რომ მორალს კითხულობს!"

"რა კავშირი აქვს ამას და მისნაირებს სულიერებასთან და ქრისტიანობასთან?!"

"წარმომიდგენია შვილმკვდარი მშობლები რას გრძნობენ ახლა..."

თუმცა, დეკანოზ თადეოზს დამცველებიც გამოუჩნდნენ და აღშფოთებულ ინტერნეტმომხმარებლებს მოუწოდებენ, სრულად მოისმინონ ქადაგება და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ნუ გამოიტანენ დასკვნებს (ქადაგება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ).

ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუხდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს (დათუაშვილი). მის განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას" - ნათქვამია მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაში.

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე