ავტორი:

"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"

"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს. მილიონობით წელი დასჭირდა იმ გენიოსი ჩვენი წინაპრის დაბადებას, რომელიც მოკლული ცხოველის ტყავისგან თბილ ბოტებს დაამზადებდა. თავისი დროის ნობელის ლაურეატი იქნებოდა აუცილებლად. საცხოვრებელი ადგილის გათბობა პრეისტორიულ ხანაში კი არა, ახლაც დიდი პრობლემაა ბევრგან. სითბო პრივილეგირებულობის, ფუფუნების სიმბოლო იყო.ადამიანის სახეობაში გენეტიკურად დაპროგრამებულმა მახსოვრობამ და წარსულის განცდებმა ჩვენს სალაპარაკო ენაშიც მოიკიდა ფეხი.

თბილად მოკალათდა, თბილ სკამზე ზის, გაუტკბა სითბოში ყოფნა და სხვა ”თბილი” გამონათქვამები დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც მძლავრად გამოიყენება. ისეთ რამეებს აიგივებენ სითბოსთან, რომელიც ტემპერატურასთან არც არის დაკავშირებული. მაგალითად, ახლა მოდურია გამონათქვამი: ”სხედან პარლამენტში თბილ სკამებზე”. ეს გრძელი შესავალი სწორედ პარლამენტში თბილად მოკალათებას ეხება.მოდით, ობიექტურები რომ ვიყოთ, ვიღაცისთვის პარლამენტის სავარძელი მართლაც შეიძლება იყოს თბილი, როცა საკუთარ ბიზნესს ლობირებს, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის გამო უკანონო უპირატესობას მოიპოვებს და აიწყობს საქმეს, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იმათ მივმართავ, ჩვენი წინა თუ სხვა მოწვევის პარლამენტში მუშაობის ეფექტიანობის რევიზია რომ წამოუწყიათ, რატომ არის ოპოზიციონერი დეპუტატისათვის სამიათასლარიანი ხელფასი თბილი ადგილი?!

მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი ძალას არ იშურებს მაგიდასთან მუშაობით, ტრიბუნასთან მუშაობით, პარლამენტის მისადგომებთან, ქუჩაში მუშაობით, სხდომათა დარბაზში რბილ სავარძელში მჯდომიარე მუშაობით, მედიასთან მუშაობით. რა სითბოს ღებულობს სანაცვლოდ?სითბო ერთადერთია-თუ ამ შრომას ხალხი ქვეყნისათვის მსახურებად ჩაგითვლის და არა მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებად.

პირადი რომ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მგონია, რომ გონიერი ადამიანისათვის ეს სადავო იყოს. პირადი, გარდა მატერიალურისა, სულიერი კმაყოფილების განცდაა, როცა იცი, რომ აკეთებ კარგ საქმეს, აკეთებ იმას, რაც სხვებზე არანაკლებ ან სულაც უკეთესად შეგიძლია რომ გააკეთო.

ესაა პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ ამ დღეებში. ერთიც პირადული: მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი, ვიდრე ვიღებდი. დიდ პლიუსში ვარ აქტივების და პასივების ბალანსში. ჩაო!" - წერს გოცირიძე.

როგორც ცნობილია, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს. გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" საუბრისას ჭორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ის, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა შედიან. მისი თქმით, "უამრავი ინტრიგანია ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ჭიის გახარება უყვარს და ეს სისულელე გამოაცხო"“.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია