ავტორი:

მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

"რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თეატრის მსახიობის მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ლორია 1955 წელს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.

თეატრის სცენაზე უამრავი როლი აქვს განსახირებული, ასევე გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში:

“ჩოლარა”, “მეხანძრის სიზმარი”, “შთამომავლობა”, “1001 რეპეტიცია”, “გარიგება”, “მიდი, ძმაო, მიდი”, “ჯართოსანი”, “ლოლიტა”, “სახლი გარეუბანში”, “თვინიერი”, “თბილისო, თბილისო”, “უნამუსო”, “ხსოვნა”, “ყავა და ლუდი”, “შუა ქალაქი”, “გენერალს წერილებს არავინ არ სწერს”, “გოგონა გარეუბნიდან”, “გააგრძელე საქართველოს ისტორია”, “37”, “უღვთოთა კავშირი”, “ჯეიმს ბონდი” და სხვა.

რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს “ოქროს ნიღაბი” სპექტაკლისათვის “მაკბეტი”.

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა