ავტორი:

კიმ ჩენ ინის ფუფუნებით სავსე ცხოვრება - 8 მილიონიანი იახტა და მდიდრული ავტომობილები: რაში ხარჯავს ფულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

კიმ ჩენ ინის ფუფუნებით სავსე ცხოვრება - 8 მილიონიანი იახტა და მდიდრული ავტომობილები: რაში ხარჯავს ფულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ქვეყანაა და დიქტატორული რეჟიმის გამო იქ მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფის შესახებ დანარჩენი სამყაროსთვის მცირე რამაა ცნობილი. თუმცა, ზოგიერთ დეტალზე დასავლურ მედიაში მაინც ფლობენ ინფორმაციას, მაგალითად იმის შესახებ, რომ ჩრდილო კორეელების დიდი ნაწილი ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

თავად ქვეყნის უზენაეს ლიდერ კიმ ჩენ ინს კი არ ენანება მილიონების დახარჯვა სხვადასხვა ძვირადღირებული პროექტებისა და პირადი კეთილდღეობისთვის. ვნახოთ, რას ახმარს ის კოლოსალურ თანხებს:

  • სანაპიროს კურორტი

კიმ ჩენ ინმა 2018 წელს თავის საახალწლო გამოსვლაზე, ვონსანის სანაპიროს ძვირადღირებულ კურორტად გადაქცევის გეგმების პრეზენტაცია გამართა. NK News -ის ინფორმაციით, ინდუსტრიულ საპორტო ქალაქში პირამიდის ფორმის სასტუმროები, კერძო ვილები და ხელოვნური ტბები გაშენდება. ქვეყანა იმედოვნებს, რომ ტურისტებს სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან მიიზიდავენ.

პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. თუმცა კორონავირუსის პანდემიამ პროექტი ჩიხში შეიყვანა, რადგან ტურიზმის პერსპექტივები შემცირდა.

  • ძვირადღირებული ნივთები

მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინმა ძალაუფლება მოიპოვა, ქვეყანაში ძვირადღირებული საქონლის იმპორტი გაიზარდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ძვირადღირებული ნივთები მოსწონს. ცნობილია, რომ მას 100-მდე მანქანა ჰყავს, მათ შორის ბევრია Mercedes-Benz. კიმ ჩენ ინი 2018 წელს ახალი 419 000 აშშ დოლარიანი Rolls-Royce -ის ყიდვის გამო გააკრიტიკეს. ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა Daily Telegraph- ს განუცხადა, რომ გაეროს სანქციების რეჟიმში ასეთი ავტომობილების შეძენა “ცოტა ხუმრობას გავდა."

კიმ ჩენ ინი არის ძვირადღირებული იახტის მფლობელია, მისი ფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა

.

4 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - რუსეთში თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა

კოკა-კოლასა და ფეხბურთელების სკანდალი გრძელდება - უეფამ შესაძლოა, საფეხბურთო გუნდებს სპონსორების უპატივცემულობის გამო, ჯარიმები დაუწესოს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს