ავტორი:

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს (1939-1940წწ.), რომელსაც ხშირად „ზამთრის ომს“ უწოდებენ, საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰაიჰა ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”.

ოფიციალური ინფორმაცით, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით. მხოლოდ შაშხანით მან 505 საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა, საერთო ჯამში კი მან 705 მოწინააღმდეგის მოკვლა შეძლო. საბჭოთა არმიის მეთაურებს მის მოკვლაზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.

სიმო ჰაიჰა სოფელ რაუტიარვიში დაიბადა, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით. ის ომში მონაწილეობას პირველივე დღეებიდან იღებდა.

ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა.

როგორც ცნობილია, ომის პირველივე დღეს მან მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი გაანადგურა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა, რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა -40 და -20°C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა კი მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული, რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას "თეთრი სიკვდილი" (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ. 1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა... წაიკითხეთ ვრცლად

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

"ომის დროს გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში, დაზვერვის ოფიცრები კი რუსეთში - მე  ვაწარმოე მოლაპარაკება და ყველა გამოუშვეს. მე ეს გავაკეთე! თქვენ რა გააკეთეთ?" - პრემიერი "ნაციონალებს"

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი