ავტორი:

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა თავის პირველკურსელებს

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა თავის პირველკურსელებს

პანდემიით განპირობებული დისტანციური სწავლებისას არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა, მათ შორის, მთავარი ის ფაქტია, რომ სტუდენტთა ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი კომპიუტერით და მათ აუცილებლად სჭრიდებათ როგორც ტექნიკური, ასევე, ფინანსური დახმარება.

SEU-ს რექტორის, გია კავთელიშვილის, გადაწყვეტილებით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა - სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებსNotebook Lenovo ThinkBook 15 (15,6”) ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი და უგრანტოებს
  • Notebook Lenovo V15 (15,6”) ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი.სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილისთვის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400 -ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.

უკვე დაიწყო სტუდენტებისათვის ლეპტოპების გადაცემის პროცესი, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიმდინარეობს ეტაპობრივად.

გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე, SEU-ს ყველა პირველკურსელ სტუდენტს ექნება საკუთარი კომპიუტერი, რაც მათ სწავლის პროცესში ძალიან დაეხმარება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე სტუდენტს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

ლუკა ჭანტურია, SEU-ს პირველკურსელი: “ჩავაბარე SEU-ში 100%-იანი გრანტით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე. SEU მეწერა პირველ ნომრად და მივიღე ლეპტოპი (Notebook Lenovo ThinkBook 15), ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. ეს არის ფასდაუდებელი დახმარება და მოტივაცია კარგი სწავლისთვის. ჩვენ, SEU-ს სტუდენტებს, გვაქვს ყველაზე თანამედროვე გარემო, დიდი ტექნიკური და ადამიანური მხარდაჭერა უნივერსიტეტისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 4 წელი, რომელიც SEU-ში უნდა გავატარო იქნება განსაკუთრებული და ნაყოფიერი. უკვე მეამაყება #SEUელი რომ ვარ."

ირაკლი კვიცია, SEU-ს პირველკურსელი: “ვსწავლობ SEU-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. SEU ავირჩიე პირველ ნომრად, რადგან ეს არის საუკეთესო უნივერსიტეტი და ვურჩევ მომავალ აბიტურიენტებს, სწორედ SEU-ში ჩაბარონ. დღეს მივიღე ლეპტოპი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერააა, მითუმეტეს ონლაინ სწავლების რეჟიმში. დიდი მადლობა SEU-ს”.

SEU ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სტუდენტებზე ზრუნვით. გარდა საჩუქრებისა, სტუდენტები ყოველთვის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას იღებენ უნივერსიტეტისგან, რათა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ კომფორტული და ხარისხიანი სასწავლო გარემო.

R

სრულიად ახალი „კოსმო“ პაკეტები სილქნეტისგან

5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

შეუკვეთე წინასწარ Samsung Galaxy S21 სერია, დღეიდან უკვე მაღაზიებშიც