გრიგოლ ვაშაძე გიუმრის ბაზას რეგიონისთვის დიდ საფრთხედ აღიქვამს

გრიგოლ ვაშაძე გიუმრის ბაზას რეგიონისთვის დიდ საფრთხედ აღიქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ბაზების რაოდენობის გაზრდა დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე სომხეთის სუვერენიტეტს. ამის შესახებ ვაშაძემ აზერბაიჯანულ სააგენტო ”აპას” განუცხადა.

მინისტრმა სომხურ ქალაქ გიუმრიში, რუსული 102-ე სამხედრო ბაზის დისლოკაციის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საფრთხეს, პირველ რიგში, თავად სომხეთის სუვერენიტეტს უქმნის.

”ეს ბაზა არავის წაადგება. ამასთან, ის სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების ცივილიზებულ და მშვიდობიან გადაწყვეტასაც არ შეუწყობს ხელს. რუსული ბაზის ერთადერთი მიზანი რეგიონში დაძაბულობის გაძლიერებაა, ხოლო მისი დისლოკაციის ვადების 24 წლით გახანგრძლივება და ფუნქციათა შეცვლა, რეგიონისთვის დიდი საფრთხის შემცველია”, - მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სომხეთის საგარეო სამინისტრო მალევე გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით გამოთქმულ ვაშაძის მოსაზრებებს არ ეთანხმება.

მომზადებულია ru.apa.az-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე