ავტორი:

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ პერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ პერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

ინგლისელმა თინეიჯერმა, რომელიც 10-თვიანი კომიდან გამოვიდა და ახლა რეაბილიტაციის გზას ადგას, კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის. თანაც, კომაში ყოფნისას ის ვირუსით ორჯერ დაინფიცირდა.

19 წლის ჯოზეფ ფლავილს გასულ წელს, პირველ მარტს, სეირნობისას მანქანა დაეჯახა და ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანება მიიღო. ამ ამბიდან სამი კვირის შემდეგ, ბრიტანეთში ეროვნული "ლოქდაუნი" გამოცხადდა. ჯოზეფი კი თვეების განმავლობაში კომაში იყო. როგორც ექიმები ამბობენ, მან ახლახანს დაიწყო რეაგირება.

"ჯოზეფმა არაფერი იცის პანდემიის შესახებ, რადგან 10 თვე ეძინა. ახლა იწყებს გამოჯანმრთელებას და ისიც კი არ ვიცით, საერთოდ რა ახსოვს თავისი ცხოვრებიდან. ერთი წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რა უნდა მომხდარიყო მსოფლიოში, ვფიქრობ, არ დავიჯერებდი და წარმოდგენა არ მაქვს შეძლებს თუ არა ჯოზეფი იმის გაგებას, თუ რა გადავიტანეთ ჩვენ ყველამ“, - ამბობს თინეიჯერის დეიდა სალი ფლავილ სმიტი "გარდიანთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ოჯახმა ვიდეოზარის მეშვეობით სცადა ბიჭისთვის აეხსნა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ აძლევდა მათ კლინიკაში, მის გვერდით ყოფნის საშუალებას, თუმცა პანდემიის მასშტაბზე ჯერ არ უსაუბრიათ.

"წარმოდგენა არ აქვს, რატომ არის საავადმყოფოში, რატომ არ არიან ოჯახის წევრები გვერდით. ვესაუბრებით ტელეფონით და ვცდილობთ გავაგებინოთ, რომ ძალიან გვსურს მასთან ყოფნა, მაგრამ კოვიდის გამო უბრალოდ არ შეგვიძლია“, - ამბობს ბიჭის დეიდა.

ამ დროისთვის თინეიჯერმა უკვე დაიწყო კიდურების გამოძრავება და კითხვებზე პასუხს თვალის დახამხამებით ანიშნებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ვიდეოზარით საუბრისას იღიმის. ექიმების თქმით, საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯოზეფი კომაში ყოფნის დროს ორჯერ დაინფიცირდა კორონავირუსით, მაგრამ ორივე შემთხვევაში დაამარცხა ის.

წყარო: guardian.com

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა

ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ

"დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას" - ჯო ბაიდენი