ავტორი:

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

140 წლის წინ, ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულმა "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალზე, მსახიობ მარინა ჯანაშიას ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადასცა.

თეატრზე, პარტნიორებზე, როლებსა და გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე მარინა ჯანაშიამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

- სცენის და გადასაღები მოედნის მიღმა, თქვენი ცხოვრების მთავარ როლზე რას გვეტყვით?

- სიტყვა "როლი" შეიძლება არ უხდება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ოჯახი. ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ; ის ადამიანები, რომელთანაც ერთ ჰაერს ვსუნთქავ; რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთ ენაზე ვსაუბრობ - ეს საკმარისია ვიყო ბედნიერი და წელგამართული. ჩემი ოჯახის დირიჟორი ვარ. კი, შეიძლება ასე ითქვას, დირიჟორობა ჩემი ცხოვრების მთავარი როლია.

- 2020 წელი თქვენთვის რით იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი?

- გასულ წელს თავი სრულიად ახალ ამპლუაში მოვსინჯე, ტელეწამყვანი გავხდი. ყოველი ეთერის დროს ძალიან ვღელავდი და ასეთი განცდები რატომ მქონდა, სულ უკვირდათ. ეს მაინც განსხვავებული პროფესიაა, პასუხისმგებლობაც სხვაგვარი მქონდა. ამ ახალმა საქმემ ბევრი რამ მომცა, თავისებურად გამამდიდრა.

2020 წელს ტკივილიც არ აკლდა, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები წავიდნენ. საშა რეხვიაშვილი, რომელმაც ჩემი პირველი ფილმი "ნუცა" მაჩუქა. გოგი ქავთარაძე, რომელმაც "რომეო და ჯულიეტა" მაჩუქა და დღესაც კი მახსენებენ, როგორი ჯულიეტა ვიყავი. სამწუხაროდ, ეს სპექტაკლი ახალგაზრდებმა არ იციან. სამჯერ გადაიღეს და დღეს არქივში არ ინახება.

2020 წელს მქონდა დიდი სიხარული, ჩემი მარიტუნა (მსახიობის შვილიშვილი მარიტა ჯანაშია) გაბედნიერდა, მისი რჩეული თემო საჯაია არაჩვეულებრივი ბიჭია, თავი ძალიან შემაყვარა. უკვე პატარას ველოდებით.

- ეს რა განცდაა?

- საოცარი განცდაა, ძალიან მიხარია. მარიტუნას სულ ვეუბნებოდი, - "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე". იცით, რა ძალიან მინდოდა? მარიტუნას ბავშვობის ფოტო მაქვს, პატარა გოგო ხელში მიჭირავს, ეს ფოტო ძალიან მიყვარს და მის მსგავს ბავშვს ველოდები, არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი. ექოსკოპიის ფოტო და ვიდეო გამომიგზავნეს, ეს პატარა ცუგრუმელა იცით, რას აკეთებს? მარიტუნას მუცელზე აპარატს რომ ადებენ, სახეზე ხელს იფარებს, ოღონდ ხელისგულით კი არა, ხელის ზურგით და ფეხს ფეხზე იდებს. გოგოა თუ ბიჭი, არ გვაჩვენებს, მაგრამ უკვე მისი ხასიათი ჩანს. მისი მოლოდინი მაბედნიერებს. გამოვტყდები, გულის სიღრმეში სურვილი მაქვს, გოგო დაიბადოს წაიკითხეთ ვრცლად

ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა